მერილინ მონროს პირად და საზოგადოებისთვის დღემდე უცნობ ფოტოებს შაბათს აუქციონზე გასაყიდად გაიტანენ.
ფოტოებზე, რომლებიც ლეგენდარულ მსახიობს უახლოესმა მეგობარმა და პირადმა ვიზაჟისტმა ალან სნაიდერმა გადაუღო, მერილინი ძალიან ლაღი, ბედნიერი და მხიარულია.
სნაიდერი მონროს გვერდში ედგა თითქმის მთელი სამსახიობო კარიერის მანძილზე. გარდა ამისა, სწორედ მან გაუკეთა 1962 წელს მერილინ მონროს ცხედარს უკანასკნელი მაკიაჟი და ერთ-ერთი იყო, ვისაც მსახიობის სასახლე მიჰქონდა.
ორგანიზატორები ფოტოებში, რომლებსაც Julien’s-აუქციონზე ლოტებად გაიტანენ, დაახლოებით 100 ათასი დოლარის აღებას ვარაუდობენ.
იხილეთ ფოტოგალერეა