5 ხერხი, როგორ გავალამაზოთ ინტერიერი ზედმეტი დანახარჯის გარეშე

5 ხერხი, როგორ გავალამაზოთ ინტერიერი ზედმეტი დანახარჯის გარეშე
გაზაფხული ცვლილებების, სიახლებიის დროა.
წელიწადის ამ დროს ზამთრის სიცივეში შეყუჟულები ფართოდ ვაღებთ ფანჯრებს და ცხოვრებას ახალი ენთუზიაზმითა და ხალისით ვიწყებთ. განწყობის ამაღლების მთავარი წყარო ის გარემოა, სადაც ვცხოვრობთ, თუმცა ხშირად გვავიწყდება, რომ ჩვენს სახლსაც სჭირდება ზრუნვა, შეცვლა და წვრილმანების განახლება. მართალია, ხშირად ეს დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული, მაგრამ ყოველთვის ასე ვერ ვიტყვით. არის იაფიანი საშუალებები, რომლებიც თქვენს სახლში საგაზაფხულო განწყობას შექმნის.

გთავაზობთ  სახლის გალამაზების 5 მარტივ ხერხს:

1. ფარდების შეცვლა


ორიგინალურობა, დახვეწილობა, ელეგანტურობა და ასე შემდეგ... დაუსრულებლად
შეიძლება გაგრძელდეს იმაზე საუბარი, თუ რა შეუძლია ფარდებს. ის მთლიანად ცვლის სახლის ატმოსფეროს. მას შეუძლია თქვენი გარემო გახადოს ბევრად უფრო ინტიმური, ვიდრე ახლაა, ბევრად უფრო მყუდრო ვიდრე წარმოგიდგენიათ და იმაზე გაცილებით უკეთესი განწყობა შეგიქმნათ, ვიდრე ეს მდიდრული სასტუმროს ნომერს შეუძლია.

2. კანვასებით კედლების გაფორმება

ცნობილი მხატვრების რეპროდუქციები თქვენს სახლს დახვეწილ, მოდურ იერს შესძენს.
შეიძლება იფიქროთ, რომ ინტერიერის გასალამაზებლად თანამედროვე სამყაროში ნახატებზე უკეთესი რამეებიც არსებობს, მაგრამ ასე არაა. გარდა იმისა, რომ ყველა ნახატს აქვს რაღაც ამბავი, რომელსაც ის თქვენს სტუმრებს აუცილებლად „უამბობს“ და ამით განწყობას აუმაღლებს, ის მეტყველებს სახლის მფლობელის ვინაობაზეც ქმნის წარმოდგენას მისი ინტერესებისა თუ ღირებულებების შესახებ. მსოფლიოს არაერთი გამოჩენილი ადამიანის სახლი მონეს ნახატების ასლებითაა დამშვენებული და ეს ძალიან ეამაყებათ, რადგან ესმით, რომ მითები ხელოვნების უკვდავების შესახებ რეალობაა და რაც უფრო მეტი დრო გადის, მით უფრო ფასობს ცნობილი მხატვრების ნამუშევრები.


იყო დრო,როცა თანამედროევე ტექნოლოგიებს ხელოვანები შიშითა და ეჭვის თვალით უყურებდნენ, რადგან ფიქრობდნენ, რომ ეს მათ ჩაანაცველბდა, თუმცა ყველაფერი პირიქით მოხდა. ახლა ტექნოლოგია მათ სამსახურშია და თანამედროვე აპარატურა ორიგინალთან მიახლოებულ ხარისხიან ტილოებს ბეჭდავს! მონეს კანვასები კი ნამდვილად არის ის, რაც თქვენს სახლს აკლია!

3. ხელნაკეთი ბალიშები

დღეს მოდაშია დივნებზე მიმოფანტული ფერადი ბალიშები. მნიშვნელობა არ აქვს ისინი ერთი ზომისაა თუ სხვადასხვა, არც განსაკუთრებული დატვირთვა აქვს რომელიმეს. მხოლოდ გულის ამაჩუყებელი მელოდრამის ყურების დროს თუ ჩაიკრავთ გულში. მისი მთავრი მიზანი კი ინტერიერის დამშვენება და კომფორტული გარემოს შემქნაა.

4. დეკორატიული შპალიერი

დეკორატიული შპალიერი, რომელსაც ხშირად ერთ კედელზე აკრავენ, მთლიანად შეცვლის და გააცოცხლებს თქვენს სახლს. ერთი კედლისთვის მაქსიმუმ 3 შეკვრა შპალეერი დაგჭირდებათ, მთავარის სწორად შეუსაბამოთ ძველს.

5. დეკორატიული ნივთები

ნუ მოერიდებით ხელნაკეთი ნივთების გამოსაჩენ ადგილზე დადებას. ბოთლებით, ნათურებითა თუ სხვა გამოსადეგარი ნივთებით უამრავი საინტერესო რამის შემქნა შეგიძლიათ და მერწმუნეთ, ყოველ ჯერზე, როცა თქვენს შემოქმედებას გვერდს ჩაუვლით, სასიამოვნო გრძნობა დაგეუფლებათ.


თუ გი­ოც­ნე­ბი­ათ მსოფ­ლი­ო­ში აღი­ა­რე­ბუ­ლი უდი­დე­სი მხატ­ვრე­ბის: ვან გო­გის, კლიმ­ტის, ლეონარდო და ვინჩის, რემბრანდტის ან სხვა უდიდესი მხატვრების ტი­ლო­ე­ბის სა­კუ­თარ კო­ლექ­ცი­ა­ზე, უკვე შე­გიძ­ლი­ათ, აიხ­დი­ნოთ ეს ოც­ნე­ბა. თქვენ მი­ი­ღებთ ორი­გი­ნალ­თან მი­ახ­ლო­ე­ბულ ანა­ლოგს, რო­მე­ლიც სპე­ცი­ა­ლუ­რად შექ­მნი­ლი უნი­კა­ლუ­რი ტექ­ნო­ლო­გი­ით იბეჭ­დე­ბა მა­ღა­ლი ხა­რის­ხის ტი­ლო­ზე (ე.წ. კანვასზე) და გა­და­ჭი­მუ­ლია ხის ჩარ­ჩო­ზე.

„კვირის პალიტრის" ახა­ლი პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში, ხალ­ხის ჩარ­თუ­ლო­ბით შე­ირ­ჩე­ვა ჯერ მხატ­ვრე­ბი, შემ­დეგ კი მათი ტი­ლო­ე­ბი, რომ­ლე­ბიც ეტა­პობ­რი­ვად გახ­დე­ბა ხელ­მი­საწ­ვდო­მი ყვე­ლას­თვის მი­სა­ღებ ფა­სად.

პირველი ხალხის რჩეული მხატვარი გახდა ვან გოგი, ხოლო მორიგი მხატვარი კი ლეონარდო და ვინჩია. მარტის თვის ხალხის რჩეული ტილოები გახდა კლოდ მონეს: "შთაბეჭდილება/მზის ამოსვლა", "ქალი ქოლგით", “არჟანტეის ყაყაჩოები". ტილოები ხელმისაწვდომი 18 მარტიდან, გაზეთ ,,კვირის პალიტრასთან” ერთად იქნება.

ხმის მიცემა გრძელდება! იაქტიურეთ, რათა თქვენთვის სასურველი მხატვარი და მისი ტილოები მოხვდეს 12 რჩეულს შორის. დეკორატიული ტილოები დაბეჭდილია წყლის უსაფრთხო საღებავებით.

დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ ეწვიოთ ვებგვერდს:
http://www.palitral.ge/mkhatvrebi.html ან დარეკოთ ნომერზე: 2 19 60 13.
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30