მარიამ ვაშაძის "ლაქშერი" ბინა და ნინო ორდენიძის ეკლექტიკური სახლი წყნეთში - ჟურნალი "შინ" ცნობილების სახლებში შეგახედებთ

მარიამ ვაშაძის "ლაქშერი" ბინა და ნინო ორდენიძის ეკლექტიკური სახლი წყნეთში - ჟურნალი "შინ" ცნობილების სახლებში შეგახედებთ
ჟურ­ნალ „შინ“-ის გა­ზა­ფხუ­ლის ნო­მერ­ში დი­ზიაი­ნე­რე­ბის, ხე­ლო­ვა­ნე­ბის, მე­ბა­ღე­ე­ბის, ხე­ლოს­ნე­ბის ტრა­დი­ცი­ულ რჩე­ვებ­თან ერ­თად, ქარ­თვე­ლი სე­ლებ­რი­თე­ბის სახ­ლებ­შიც შე­გა­ხე­დებთ. ალ­ბათ, ძნე­ლი წარ­მო­სა­გდე­ნია, რო­გორ უნდა იცხოვ­რო თბი­ლი­სის ცენ­ტრში ისე, რომ არ წუხ­დე­ბო­დე ქა­ლა­ქის მტვრი­თა და ხმა­უ­რით. ტე­ლე­წამ­ყვან მა­რი­ამ ვა­შა­ძის და მისი მე­უღ­ლის, ვანო ბე­ნი­ძის ლაქ­შე­რი ბინა სწო­რედ ამ კრი­ტე­რიუ­მებს აკ­მა­ყო­ფი­ლებს. კორ­პუ­სის მე­ა­თე, მე­თერ­თმე­ტე და მე­თორ­მე­ტე სარ­თუ­ლე­ბი მათ გან­კარ­გუ­ლე­ბა­შია, ლიფ­ტიც მხო­ლოდ მათ­თვის მე­ა­თე სარ­თულ­ზე, შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ მათ­სა­ვე სახ­ლში ჩერ­დე­ბა.

სა­ნა­ხაო­ბა კა­რის შე­ღე­ბის­თა­ნა­ვე იწყე­ბა. ბი­ნის თი­თო­ე­ულ სარ­თულს განსხ­ვავე­ბუ­ლი დატ­ვირ­თვა და ფუნ­ქცია აქვს:
მე­ა­თე სარ­თულ­ზე სა­ცხოვ­რებე­ლი ფარ­თია, მე­თერ­თ­მე­ტე­ზე - სტუმ­რე­ბის­თვის გან­კუთ­ვნი­ლი სივ­რცე სას­მე­ლე­ბით სავ­სე ბა­რით და მინი-კინოთე­ატ­რით, მე­ცა­მე­ტე სარ­თუ­ლი კი მთლი­ა­ნად ღია ვე­რან­დაა, სა­ი­დაც თბი­ლი­სი ხე­ლისგუ­ლი­ვით მო­ჩანს.



ესაა ბინა, სა­დაც ისე, უბ­რა­ლოდ არ­ცერ­თი ნივ­თი არ დევს, თი­თო­ე­უ­ლი დე­ტა­ლი მე­ო­რეს ეხ­მი­ა­ნე­ბა. თეთ­რი სამ­ზა­რეუ­ლო დი­ა­სახ­ლი­სი­ვით პრინ­ცე­სუ­ლია, შავი სა­აბა­ზა­ნო კი ელე­გან­ტუ­რო­ბას უს­ვამს ხაზს; სა­ძი­ნებ­ლე­ბი პას­ტე­ლურ ფე­რებ­შია, მი­სა­ღებ­ში კი მცე­ნა­რე­ე­ბით შე­ტა­ნი­ლი მწვა­ნე ფერი გა­სნა­კუთ­რე­ბულ იერს სძენს ინ­ტე­რი­ერს. ოქ­როს­ფე­რი, სპი­ლოს­ძვლის­ფე­რი, რუხი, თეთ­რი - სწო­რედ ამ ფე­რებ­ში აქვთ გა­და­წყვეტი­ლი წყვილს სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო ფარ­თი. ნუ გა­გიკ­ვირ­დე­ბათ, თუ გე­ტყვით, რომ ვა­ნომ და მა­რი­ამ­მა ამ სახ­ლში 150 სტუ­მარს სა­კუ­თა­რი ნიშ­ნო­ბის აღ­სა­ნიშ­ნავ წვე­უ­ლე­ბა­ზე უმას­პინ­ძლეს. გაგრძელება
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი