ჟურნალ „შინ“-ის გაზაფხულის ნომერში დიზიაინერების, ხელოვანების, მებაღეების, ხელოსნების ტრადიციულ რჩევებთან ერთად, ქართველი სელებრითების სახლებშიც შეგახედებთ.
ალბათ, ძნელი წარმოსაგდენია, როგორ უნდა იცხოვრო თბილისის ცენტრში ისე, რომ არ წუხდებოდე ქალაქის მტვრითა და ხმაურით. ტელეწამყვან მარიამ ვაშაძის და მისი მეუღლის, ვანო ბენიძის ლაქშერი ბინა სწორედ ამ კრიტერიუმებს აკმაყოფილებს. კორპუსის მეათე, მეთერთმეტე და მეთორმეტე სართულები მათ განკარგულებაშია, ლიფტიც მხოლოდ მათთვის მეათე სართულზე, შეიძლება ითქვას, რომ მათსავე სახლში ჩერდება.
სანახაობა კარის შეღებისთანავე იწყება. ბინის თითოეულ სართულს განსხვავებული დატვირთვა და ფუნქცია აქვს: მეათე სართულზე საცხოვრებელი ფართია, მეთერთმეტეზე - სტუმრებისთვის განკუთვნილი სივრცე სასმელებით სავსე ბარით და მინი-კინოთეატრით, მეცამეტე სართული კი მთლიანად ღია ვერანდაა, საიდაც თბილისი ხელისგულივით მოჩანს.
ესაა ბინა, სადაც ისე, უბრალოდ არცერთი ნივთი არ დევს, თითოეული დეტალი მეორეს ეხმიანება. თეთრი სამზარეულო დიასახლისივით პრინცესულია, შავი სააბაზანო კი ელეგანტურობას უსვამს ხაზს; საძინებლები პასტელურ ფერებშია, მისაღებში კი მცენარეებით შეტანილი მწვანე ფერი გასნაკუთრებულ იერს სძენს ინტერიერს. ოქროსფერი, სპილოსძვლისფერი, რუხი, თეთრი - სწორედ ამ ფერებში აქვთ გადაწყვეტილი წყვილს საყოფაცხოვრებო ფართი. ნუ გაგიკვირდებათ, თუ გეტყვით, რომ ვანომ და მარიამმა ამ სახლში 150 სტუმარს საკუთარი ნიშნობის აღსანიშნავ წვეულებაზე უმასპინძლეს. გაგრძელება