მარიამ ვაშაძისა და ვანო ბენიძის გემოვნებიანი ბინა თბილისურ „ცათამბჯენში“

მარიამ ვაშაძისა და ვანო ბენიძის გემოვნებიანი ბინა თბილისურ „ცათამბჯენში“
ქართული ტელესივრცე განებივრებულია ლამაზი წამყვანებით. ერთ-ერთი ასეთი, გამორჩეული ჟურნალისტი საზოგადოებრივ მაუწყებელსაც ჰყავს. საუბარი მარიამ ვაშაძეზეა, რომლის ნაზი, ქალური გარეგნობა ყოველთვის იქცევდა ყურადღებას. გასულ წელს მარიამი ლექტორსა და ბიზნესმენ ვანო ბენიძეზე დაქორწინდა. გამორჩეულ წყვილს ქორწილიც დასამახსოვრებელი ჰქონდა.
მარიამისა და ვანიკოს სახლი ქალაქის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ უბანში მდებარეობს, სადაც კორპუსები მიჯრითაა აგებული, მაგრამ მათ ბინაში შეაბიჯებ თუ არა ფეხს, სულ სხვა რეალობაში ხვდები და გავიწყდება, ორი წუთის წინ აქ საიდან მოხვდი...

ტელეწამყვანის ბინა სამ სართულზეა განთავსებული (X-XI-XII).
მეათე სართულზე ლიფტით პირდაპირ ბენიძე-ვაშაძის
ოჯახში ხვდები, ზედა სართულებზე კი აივნიდანაა ასასვლელი. მეათე სართული საცხოვრებლადაა მოწყობილი, მეთერთმეტე - სტუმრებისთვისაა განკუთვნილი, მეთორმეტე კი - ღია ტერასაა, რომელიც სიმაღლით, ფაქტობრივად მამა დავითის ეკლესიას უსწორდება და მთელი თბილისი ხელის გულივით მოჩანს.

საცხოვრებელ ფართში მისაღები, სამზარეულო, კაბინეტი და საძინებლებია განთავსებული. ერთი თვალის მოვლებაც კი საკმარისია იმისათვის, რომ მიხვდე, ყველაფერი როგორი გემოვნებით და მონდომებითაა გაკეთებულ-შერჩეული. აქ არც ერთი ნივთი უმიზნოდ, „ისე უბრალოდ“ არ დევს, თითოეული წვრილმანიც კი რომელიმე დეტალს ეხამება. ყველგან და ყველაფერში სისადავე, გემოვნება და კომფორტი იგრძნობა.



- დაახლოებით ერთი წელია, აქ ვცხოვრობთ. სახლის რემონტი ჩვენს ნიშნობამდე რამდენიმე დღით ადრე დამთავრდა. თითქმის ყველაფერი ჩემი მეუღლის გაკეთებულია. რასაკვირველია, დეტალებს ჩემთან ათანხმებდა.

ინტერიერში თეთრი, ოქროსფერი და სპილოსძვლისფერი დომინირებს, მწვანე ფერი ოთახის მცენარეებითა და დეკორატიული ბალიშებითაა შეტანილი. თუ შიდა, ოთახების გამყოფ კედლებს არ ჩავთვლით, მაშინ შეიძლება ითქვას, რომ სახლის ძირითადი ნაწილი შემინულია, ვიტრაჟებიდან ან ვერანდა მოჩანს, ან თბილისის ხედი. შავი ფერი და გამჭვირვალე მინა გამოყენებულია ავეჯსა და დეკორატიულ ნივთებშიც.

- ყოველთვიურად სახლს რაღაც ახალს ვამატებთ, რემონტი კი დასრულდა, მაგრამ მოწყობა, როგორც ჩანს, არ სრულდება (იღიმის), დღემდე ამ პროცესში ვართ. არ მიყვარს მყვირალა ფერები, მირჩევნია, ინტერიერი იყოს სადა და დეტალებით გავამრავალფეროვნო, ვიდრე წითელი კედლები მქონდეს. გაგრძელება + ფოტო
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
293031 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
e87a93