ნივთები, რომლებიც ვალენტინობას სახლისთვის უნდა შეიძინო

ნივთები, რომლებიც ვალენტინობას სახლისთვის უნდა შეიძინო

ვალენტინობის დღისთვის ყველა თავისებურად ემზადება. ზოგს სურს, ეს დღე ქალაქგარეთ გაატაროს, ზოგიერთი კრეატიულ მილოცვაზე ფიქრობს, თუმცა ყველას ერთი რამ აერთიანებს - საყვარელი ადამიანისთვის სასურველი შენაძენის გაკეთება.

სამკაული, სუნამო, ყვავილები - ეს არაჩვეულებრივი საჩუქრები ვალენტინობის დღისთვის ყოველთვის აქტუალურია, თუმცა იქნებ თქვენს საყვარელ ადამიანს მაკიაჟის მაგიდა ან დეკორატიული სანათი ურჩევნია?

ვისაც ვალენტინობის დღისთვის ასეთი საჩუქრის შეძენა სურს, მათთვის სპეციალური შეთავაზებები უკვე აქტუალურია. Ashley HomeStore Georgia-მ 29 თებერვლამდე, ვალენტინობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ნებისმიერ შენაძენზე 15%-იანი ფასდაკლება და ამავდროულად, 15%-იანი
ქეშბექი გამოაცხადა.
ქეშბექით შესაძლებელია საინტერესო აქსესუარებისა და განათების შეძენა. ჩვენ უმაღლესი ხარისხის ამერიკული ავეჯის მწარმოებელი კომპანიის აქციიდან ვალენტინობის დღის რამდენიმე სასაჩუქრე და ქეშბექის იდეას შემოგთავაზებთ:


1. სანათი

Ashley-ს სანათი რომანტიკული განათებითა და დახვეწილი ვიზუალით როგორც საძინებელი ოთახისთვის, ისე მისაღებისთვისაა განკუთვნილი. ის სახლში თბილ გარემოს შეგიქმნით.
სანათის ღირებულება ფასდაკლებით, 560 ლარია, ქეშბექად კი 71 ლარს მიიღებთ.

2. სარკე

დეკორაციული სარკე ინტერიერში ყოველთვის ყურადღებას იქცევს. Ashley-ს სარკეები მსოფლიოს 123 ქვეყანაში, სადაც ამერიკული კომპანიაა წარმოდგენილი, დიდი პოპულარობით სარგებლობს.
ის როგორც მისაღები ოთახის, ისე საძინებლის კედელს დაამშვენებს. ამასთან, კომპანიის სარკეები ცნობილია საუკეთესო ხილვადობითა და ხარისხით, რომელიც Ashley-ს სავიზიტო ბარათია.
სარკის ფასი ფასდაკლებით 909 ლარია, ქეშბექი კი - 136 ლარი.

3. კამოდი სარკითა და პუფით ან დივანი ლურჯი პრინტით

თეთრი, დაძველების ეფექტის მქონე კამოდი, სადაც სამკაულები და თავის მოვლის საშუალებები შეგიძლია მოათავსო, ყველა ქალისთვის სასურველია. ყველას სურს, მისი ეს კუთხე ელეგანტურად გამოიყურებოდეს და დილით ან საღამოს ხალისით ჯდებოდეს მასთან.
როგორც Ashley HomeStore-ში აღნიშნავენ, ეს კონკრეტული კამოდი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ნივთია კომპანიის ახლანდელ კოლექციაში.
რაც შეეხება ორადგილიან დივანს, მას ამერიკელები Loveseat-ს ეძახიან, რადგან აქ მხოლოდ ორი ადამიანი თავსდება. ამ თემატიკაზე შექმნილი ავეჯი კი ვალენტინობის დღისთვის ერთ-ერთი საუკეთესო საჩუქარია. როგორც კამოდის, ასევე დივნის ფასი ფასდაკლებით 1827 ლარია, ქეშბექად კი 274 ლარს მიიღებთ.



4. სკამი ორნამენტების პრინტით

ინტერიერში დღეს ასეთი ავეჯი დიდი პოპულარობით სარგებლობს. მას ხშირად მცირე ზომის საძინებელ ოთახშიც დგამენ, სადაც საკითხავი ან მოსასვენებელი კუთხე აქვთ მოწყობილი. სკამის ფერი და ორნამენტები კი თითქმის ყველა ტიპის რემონტსა და ინტერიერს უხდება.
მისი ღირებულება ფასდაკლებით 690 ლარია, ქეშბექი კი - 136 ლარი.

5. კონსოლი სარკით

ეს ულამაზესი ნივთები სახლს ელეგანტურ იერს ანიჭებს და პოპულარობითაც სარგებლობს. ამასთან, სახლში დიდ ადგილს არ იკავებს.
კონსოლი სარკით ფასდაკლებით 1690 ლარი ღირს, მისი ქეშბექი კი 252 ლარია.

რას იტყვით საყვარელი ადამიანისთვის რამდენიმე საჩუქრის გაკეთებაზე?

Ashley-ს ქეშბექით შეგიძლიათ სხვადასხვა თემატიკაზე შექმნილი ნახატები, სანათები, ლარნაკები და სახლის სხვა აქსესუარები უსახსოვროთ საყვარელ ადამიანს.
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
e87a93