ლეგენდარული მერილინ მონრო გახდა კიდევ ერთი შთაგონების წყარო - ამჯერად MAC-ის სტილისტებისთვის, რომელთაც მის ხსოვნას დეკორატიული კოსმეტიკის მთელი
სერია მიუძღვნეს.
ლიმიტირებულ სერიაში მაკიაჟისთვის საჭირო ყველა საშუალებაა წარმოდგენილი: პუდრი, "რუმიანა", თვალის ჩრდილი, პომადა, ტუში, თვალისა და ტუჩის ფანქარი, ფრჩხილების ლაქი და მისამაგრებელი წამწამებიც კი.
ერთი სიტყვით, MAC-ის კოსმეტიკურ სერიაში ყველაფერია იმისათვის, რომ მშვენიერი მერილინ მონროს მაკიაჟი შექმნათ. რა თქმა უნდა, ყველა ნივთის შეფუთვასა და ფლაკონზე ლეგენდარული მსახიობია გამოსახული.