ძლიერი მამაკაცის მზერა და მოკრივის ზომით დიდი ხელთათმანები - მოჰამედ ალის 4 წლის შვილიშვილი Louis Vuitton-ის სარეკლამო პლაკატებიდან მკაცრი სახით იყურება. მის ფონზე ლეგენდარულ ბაბუას ბევრად სანდომიანი გამოხედვა აქვს.
ანჯელინა ჯოლის, ბაზ ალდრინისა და ბონოს შემდეგ ალი-უფროსი და ალი-უმცროსი გახდნენ ბრენდის სარეკლამო კამპანიის გმირები.
ლეგენდარული მოკრივის ოჯახი Louis Vuitton-ის სპორტულ ჩანთებს წარმოადგენს.
სარეკლამო კამპანიის ფოტოგრაფი ენი ლეიბოვიცი გახლდათ, გადაღებები კი მოჰამედ ალის სახლში მიმდინარეობდა.