ყველაზე პატარებსაც კი, როცა უსმენენ ზღაპრებს, უყურებენ მულტფილმებს, სპექტაკლებსა და წარმოდგენებს, საყვარელი ნაწარმოების მთავარ გმირებად წარმოუდგენიათ თავი.
იხილეთ ფოტოგალერეა
9 თვის მედის მშობლებმა მართლაც ზღაპრული საჩუქარი გაუკეთეს პირველი დაბადების დღის აღსანიშნავად ქალიშვილს და მოუწყვეს ფოტოსესია სახელწოდებით "Once Upon a Time", სადაც პატარა გოგონა სხვადასხვა ზღაპრის გმირის როლშია გამოყვანილი.
მიუხედავად იმისა, რომ ამ ასაკში ძნელია პატარას ერთ ადგილას გაჩერება და წარმოუდგენელია ფოტოკამერის წინ მისი საათობით პოზირება, ზღაპრული ფოტოსესია Once Upon a Time მაინც ჯადოსნური გამოვიდა. და თუმცა პატარა მედი ჯერ სულაც ვერ ხვდება, ვინ არის კონკია და ფიფქია, ამ მშვენიერი გმირების ფორმაში ის ძალიან საყვარლად გამოიყურებოდა.
ფოტოგრაფ ვენდი რიგენსის თქმით, არასოდეს მუშაობს ამ ასაკის ბავშვებთან, მაგრამ ეს კონკრეტული ზღაპრული ფოტოსესია გამონაკლისად იქცა. პატარა მედი არა მარტო სიამოვნებით იცვლიდა სხვადასხვა გმირის სამოსს, არამედ ნამდვილი მოდელივით პოზირებდა კამერის წინ და თითქოს ფოტოგრაფებისა და ასისტენტების მითითებებიც ესმოდა.
წითელქუდა მშვენივრად მოერგო გაწვრთნილ "რუხ მგელს", რომელიც მიჩვეულია ბავშვებთან მუშაობას. კონკია სიამოვნებით "წმენდდა იატაკს" და ერთობოდა საპნის ქაფითა და ბუშტებით. ფიფქია და ალისა კი, რა თქმა უნდა, სიამოვნებით მიირთმევდნენ სიუჟეტით გათვალისწინებულ ტკბილეულს – ორცხობილებსა და ხილს.
ძნელი სათქმელია, ვინ უფრო მეტი სიამოვნება მიიღო ზღაპრული ფოტოსესიისგან - მშობლებმა, ფოტოგრაფებმა თუ პატარა მედიმ, მაგრამ ყველა მნახველს რომ სიამოვნების ღიმილს მოჰგვრის პატარა მედის ფოტოების ნახვა, ეს უდავოა.
იხილეთ ფოტოგალერეა