თურმე, ყველა დროის ყველაზე უცნაური მხატვარი – სალვადორ დალი, 1973 წელს მამაკაცების ჟურნალ Playboy-სთვის ქმნიდა ტილოებს.
იხილეთ ფოტოგალერეა
მან დახატა ესკიზები, ხოლო ფოტოგრაფმა პომპეო პასარმა ისინი ფოტოებად აქცია, სახელად კი "სალვადორ დალის ეროტიკული სამყარო" უწოდა.
დალის ყველაფერი სექსუალურ სურვილამდე დაჰყავდა ჯერ კიდევ 1920 წლიდან. ის გულწრფელად თვლიდა, რომ სექსში არაფერია ცუდი და რომ ის შეიძლება და აუცილებელიც კი არის, გამოიყენო ადამიანის ინდივიდუალურობის დასადგენად.
როგორც მხატვარი, დალი სიშიშვლით, დაფარული სექსუალურობით და ადამიანის ქვეცნობიერში სექსის არსებობით იყო შთაგონებული. მას უყვარდა პუბლიკის შოკირება, გაოცება და დაბნევაც კი და ამით, რა თქმა უნდა, ფულის შოვნაც (საკუთარ თავს დალი "ხელოვნების მეძავს" უწოდებდა). Playboy-სთან მუშაობაზე კომენტარის გაკეთებისას მან აღნიშნა, რომ ამ სამუშაოს "აზრი" ერთადერთი და "სუფთა" მოტივაციით... ფულით იყო განპირობებული.
იხილეთ ფოტოგალერეა
მასალის წყარო: Mrv.liveJournal.com excitermag.ne