ლიკა ლაბაძე: ორი ვულკანი – ცეკვა და სიყვარული (+ ფოტო)

ლიკა ლაბაძე: ორი ვულკანი – ცეკვა და სიყვარული (+ ფოტო)
ყოველთვის მომწონდა ეს გოგონა. როდესაც პროექტ "ცეკვავენ ვარსკვლავებში" ვნახე, გავიფიქრე, როგორი სცენური და ლამაზია-მეთქი. შემდეგაც ვაკვირდებოდი, როგორც წამყვანს და ქვეცნობიერად ვიცოდი, რომ ჟურნალის ყდისთვის გადავიღებდი.
იხილეთ ფოტოგალერეა

ლიკას გრაფიკი მკაცრია (დილის ეთერის გამო), ჩვენ კი გადაღება ღამის სამ საათზე დავასრულეთ. მიუხედავად დაღლილობისა და იმისა, რომ ორ საათში სამსახურში უნდა ყოფილიყო და ძილი არ ეწერა, მაინც იღიმოდა!

ბავშვობას იშვიათად იხსენებს. შვიდი წლის იყო, როდესაც მამა გარ
დაეცვალა და ალბათ, ამიტომ არიდებს თავს ბავშვობის გახსენებას. თუმცა ძალიან მხიარული და სავსე ბავშვობა ჰქონდა. ლიკა მოწესრიგებული და წყნარი იყო. ყოველთვის თავის ადგილას ალაგებდა ყველაფერს. სტუმრად ყოფნის დროს, ძალიანაც რომ შიებოდა, ჭამისაც კი ერიდებოდა.

საუკეთესოდ მიაჩნია "ბასტი-ბუბუში" გატარებული წლები, რადგან მაშინ მიხვდა, რომ კონცერტები, გადაღებები - ეს ის სამყარო იყო, რაც მოსწონდა. საოცრად უყვარდა "მჟავე", განსაკუთრებით, მკვახე ყურძენი. მეზობლები ეჩხუბებოდნენ, მაგრამ ჩუმად მაინც ჭამდა:) სპორტული თამაშები და სირბილიც უყვარდა და უბედნიერესი იყო, როდესაც ფინიშს ბიჭებზე ადრე გადაკვეთდა. არ უყვარდა მუსიკაში მეცადინეობა და ახლა ნანობს...

ცეკვას ლიკას ცხოვრებაში უდიდესი ადგილი უჭირავს. ბაბუა, თენგიზ სანაძე, ვახტანგ ჭაბუკიანთან ერთად, ქართული ბალეტის წამყვანი სოლისტი გახლდათ. დედა და დეიდაც - ბალერინები. ორი წლის იყო, როდესაც თითის წვერზე შედგა და იმ დროიდან ბალეტი მისი ცხოვრების ნაწილია. საბალეტო სკოლამ დიდი როლი ითამაშა მის ჩამოყალიბებაში. ცეკვამ ტკივილის ატანა ასწავლა და კიდევ ის, რომ მისთვის არ არსებობს სიტყვა "ვერ".

ათი წლიდან მიეჩვია შრომას დასახული მიზნისთვის. არც კონკურენცია და დამცირების ატანა იყო უცხო. იაპონიაში, გასტროლებზე ყოფნისას, სცენაზე ფეხი გადაუბრუნდა. სოლოს ცეკვავდა და უნდა მოეთმინა ტკივილი. შემდეგ აღმოჩნდა, რომ ტერფი სამ ადგილას ჰქონდა გადატეხილი... ორი თვე ცეკვა ვეღარ შეძლო, მაგრამ ამ შემთხვევის შემდეგ აღარაფრის ეშინია...

ბედნიერება მისთვის საყვარელი საქმის კეთებასთან ასოცირდება. მაქსიმალისტია და როდესაც საკუთარი შრომის შედეგს ხედავს, უბედნიერესია. მის განწყობაზე ყველაფერი მოქმედებს - ტემპერატურა, მუსიკა, წყალი, მზე...

უყვარს, როდესაც გარდერობს გამოაღებს და იქ ყველაფერი წესრიგშია. მისთვის მოდა საკუთარი სტილის შეგრძნებაა, პრიორიტეტი კი ხარისხი. მისი ოთახიდან ზედმეტი ავეჯი რეგულარულად ქრება და მათ ადგილს მორიგი გარდერობი იკავებს. Michael kors - მისი საყვარელი დიზაინერია, განსაკუთრებით მისი აქსესუარები მოსწონს.

პროექტი "ცეკვავენ ვარსკვლავები" ლიკას ცხოვრების საუკეთესო პერიოდია. სამეჯლისო ცეკვები ამ პროექტამდე არასდროს შეუსრულებია. ილეთების თითქმის თავიდან შესწავლა უწევდა. უხარია, რომ თავი კარგად გაართვა. ადამიანებისგან სითბოს და თანადგომას გრძნობდა და ეს ყველაფერი ეხმარებოდა.

სიყვარული... სიყვარული მისთვის ვულკანია. ძალიან ემოციურია და ამ გრძნობას ქარბორბალას ადარებს. თუმცა ამ ეტაპზე არავინ უყვარს. სჯერა მხოლოდ იმ სიყვარულის, რომელიც მარადიულობაში გადადის.

ყვარებია... ამ თემაზე ბევრის მოყოლა შეუძლია, მაგრამ თავს იკავებს. სიყვარულს, ბედნიერებასთან ერთად, ტკივილიც მოაქვს. წლების შემდეგ წიგნის დაწერასაც კი აპირებს სასიყვარულო ისტორიებზე...

ბევრი გეგმა აქვს. ზოგი ცოტა არარეალურადაც მიაჩნია, მაგრამ უყვარს მიზნისთვის ბრძოლა. ორ ფილმშია გადაღებული და გადასაღები მოედნითაც "მოიწამლა".

"ბომონდის" გადაღების შემდეგ სასიამოვნოდ დაღლილი და ემოციებით სავსეა. ეს მისთვის გარკვეული ექსპერიმენტი იყო. არასდროს შეშინებია სიახლის და მოსწონს ჩვენს გუნდთან მუშაობა. ამბობს, რომ სასიამოვნოა იმ ადამიანებთან მუშაობა, ვინც ზუსტად იცის, რა უნდა!

ლიკა ლაბაძე - ლამაზი, მიზანმიმართული და ცოტა ექსპერიმენტული - მაისის "ბომონდის" ყდის გმირი!

იხილეთ ფოტოგალერეა

თეა აგლაძე
ჟურნალი "ბომონდი"  (მაისის ნომერი)
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 1 /
მე : ))
ფოტოგრაფი წესით უნდა ხდებოდეს ამ სამოსს და ამ ფოტოებს მაკდონალდსის ფორნი არ უხდება... ისე ლიკა ძალიან სხვანაირია ამფოტოებში, ზედმეტი მაკიაჟი და ზედმეტად დამუშავებული ფოტოებია
10:24 / 10-05-2013
გამოხმაურება / 0 /
loadign_gif

გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
e87a93