საათებისა და საიუველირო ნაწარმის ცნობილმა ბრენდმა Cartier-მ რამდენიმე დღის წინ დუბაიში Paris Nouvelle Vogue-ის სამკაულების ახალი კოლექცია წარმოადგინა – 1999 წლიდან შექმნილი სამკაულების განახლებული და კიდევ უფრო გამრავალფეროვნებული ვერსია.
იხილეთ ფოტოგალერეა
2013 წლის ახალი კოლექცია ეძღვნება პარიზს და მომხიბვლელ პარიზელ ქალბატონებს განურჩევლად სტილის, აღნაგობისა და ბუნებისა. კოლექცია შვიდი ხაზისგან შედგება. თითოეულს თავისი სახელი აქვს და "სიყვარულის ქალაქის" სხვადასხვა ქუჩას უკავშირდება.
Cartier-ს ექსკლუზიურ კოლექციას სხვა ვინ წარმოადგენდა, თუ არა მშვენიერი იტალიელი მსახიობი მონიკა ბელუჩი.