"კომპანიის სახე" პოდიუმზე - "პალიტრა მედია" ლიკა ყაზბეგის ჩვენებაზე - Marao

"კომპანიის სახე" პოდიუმზე - "პალიტრა მედია" ლიკა ყაზბეგის ჩვენებაზე

2013-07-17 12:57:44+04:00

"კომპანიის სახე" - დიზაინერ ლიკა ყაზბეგის ორგანიზებულ ჩვენებაზე არა პროფესიონალი მოდელები, არამედ სხვადასხვა კომპანიის 50-მდე წარმომადგენელი გამოვიდა.

იხილეთ ვიდეო

პოდიუმი იმ ადამიანებს დაეთმოთ, რომლებიც მუდმივად კადრს მიღმა არიან, თუმცა კომპანიის იმიჯის შექმნაში მნიშვნელოვან როლს ასრულებენ. "პალიტრა მედიის" სახელით მარიანა ნინიკაშვილი გამოვიდა პოდიუმზე და ჟურნალები - "და ქალი" და "ბომონდი" წარადგინა.

ჩვენების მონაწილეებს თავადვე შეეძლოთ შეერჩიათ, რა ფორმით წარადგენდნენ საკუთარ კომპანიას პოდიუმზე. გარდა საქმიანი ადამიანებისა, ჩვენებაზე ლიკა ყაზბეგის პატარა მოდელებიც გამოვიდნენ.