"კომპანიის სახე" - დიზაინერ ლიკა ყაზბეგის ორგანიზებულ ჩვენებაზე არა პროფესიონალი მოდელები, არამედ სხვადასხვა კომპანიის 50-მდე წარმომადგენელი გამოვიდა.
იხილეთ ვიდეო
პოდიუმი იმ ადამიანებს დაეთმოთ, რომლებიც მუდმივად კადრს მიღმა არიან, თუმცა კომპანიის იმიჯის შექმნაში მნიშვნელოვან როლს ასრულებენ. "პალიტრა მედიის" სახელით მარიანა ნინიკაშვილი გამოვიდა პოდიუმზე და ჟურნალები - "და ქალი" და "ბომონდი" წარადგინა.
ჩვენების მონაწილეებს თავადვე შეეძლოთ შეერჩიათ, რა ფორმით წარადგენდნენ საკუთარ კომპანიას პოდიუმზე. გარდა საქმიანი ადამიანებისა, ჩვენებაზე ლიკა ყაზბეგის პატარა მოდელებიც გამოვიდნენ.