ძალიან საშიში საცურაო კოსტიუმი

ძალიან საშიში საცურაო კოსტიუმი
საცურაო კოსტიუმი – დიზაინერებისთვის შთაგონების ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი წყაროა, განსაკუთრებით, ზაფხულში. მენკინი, ბურკინი, ფეტკინი... ახლა კი ზაფხულის მთავარი უნიფორმის ამ უცნაურ ვარიაციებს ახალი "ძმობილი" გამოუჩნდა – საშიში, მაგრამ ამავე დროს, ძალიან სახალისო საცურაო კოსტიუმი "შარკინი" (ინგლისური სიტყვიდან shark – "ზვიგენი").

ბევრს ზღვაში ცურვისას ზვიგენთან შეხვედრის ეშინია, მაგრამ ახლა დიდი შანსია, ამ მტაცებელს ხმელეთზეც გადაეყაროთ! Fashion-ბრენდი Bad Aby Design-ი მოდის ყველაზე გაბედულ მიმდევრებს სთავაზობს ორიგინალურ საცურაო კოსტიუმს, რომლის ამოჭრილი ნაწილი ზვიგენის ხახას მოგაგონებთ.

როგორც უკვე გითხარით, ამ
უცნაურ სამოსს "შარკინი" ჰქვია და ის 100 დოლარი ღირს, ოღონდ მხოლოდ შეკვეთით იკერება. შეკვეთიდან 3-4 კვირაში ის თქვენია და თანაც, ინდივიდუალურ ზომასა და ფერზე შეკერილი.

იმისათვის, რომ ამ საცურაო კოსტიუმში გამოეწყოთ, თქვენ დაგჭირდებათ არა მარტო გამბედაობა, არამედ კარგი იუმორის გრძნობა და რაც მთავარია, მოხდენილი სხეული – მუცელზე ამოჭრილი ნაწილიდან იდეალური პრესი უნდა მოჩანდეს. ზვიგენის "კბილები" ნატურალური ტყავისგან არის შექმნილი. ასე რომ, ცოტათი გაოფლიანებაც მოგიწევთ, ხოლო რუჯი... რუჯი ალბათ არანაკლებ საშიში გამოვა. Wink

FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 1 /
მმმმ
ამის ჩაცმას ფუიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიი რას გავს
14:18 / 04-10-2013
გამოხმაურება / 0 /
loadign_gif

გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
e87a93