მოემზადეთ! Pirelli-2014-ის კალენდრიდან თქვენ არა ერთი, არც ორი, არამედ მთელი ექვსი (!) ლამაზმანი გადმოგხედავთ!
იხილეთ ფოტოგალერეა
ალესანდრა ამბროსიო, მირანდა კერი, ჰელენა კრისტენსენი, იზაბელა ფონტანა, კაროლინა კურკოვა და ალეკ ვეკი იმისთვის შეიკრიბნენ, რომ გამოცემის სოლიდური (თითქმის წარმოუდგენელი!) – 50 წლის იუბილე აღენიშნათ.
შედეგებით ტკბობა ნოემბერში იქნება შესაძლებელი. მანამდე კი შევიჭყიტოთ გადასაღებ მოედანზე, სადაც ყველაზე უბრალო და ყველაზე სექსუალურ სამოსში, მამაკაცის პერანგებში გამოწყობილმა ჩვენმა გმირებმა ნამდვილი დროსტარება მოაწყვეს პატრიკ დემარშელიესა და პიტერ ლინდბერგის ფოტოობიექტივის წინ!