Girls Sunday - Fashion ექსპერიმენტი ჟურნალ "ბომონდისგან" (ფოტო + ვიდეო)

Girls Sunday - Fashion  ექსპერიმენტი ჟურნალ "ბომონდისგან" (ფოტო + ვიდეო)
ვიდეო
დღეს ყვე­ლა­ფე­რი ჩე­მი ჩა­ნა­ფიქ­რით და­იწყე­ბა და კარ­გად თუ აეწყო, სას­ტუმ­რო "რა­დი­სო­ნის" იტა­ლი­ურ რეს­ტო­რან­ში სა­სი­ა­მოვ­ნო სა­დი­ლით დას­რულ­დე­ბა.
იხილეთ ფოტოგალერეა

მე ნა­თია დო­ლი­ძე ვარ. გა­გაც­ნობთ ჩემს მე­გობ­რებს - ნი­ნუ­ცა კო­ბა­ხი­ძე­სა და ელე­ნე მე­ლა­ძეს. ჩვენ გა­ნუყ­რე­ლი მე­გობ­რე­ბი ვართ, მაგ­რამ სრუ­ლი­ად გან­ვ­ს­ხ­ვავ­დე­ბით ერ­თ­მა­ნე­თის­გან. ჩე­მი ექ­ს­ტ­რა­ვა­გან­ტუ­რო­ბი­თა და სი­თა­მა­მით არა­ერ­თხელ გა­მი­ო­ცე­ბია ისი­ნი.

ნი­ნუ­ცა საქ­მი­ა­ნი ქა­ლია, რო­მე­ლიც გან­სა­კუთ­რე­ბულ ყუ­რადღე­ბას ფი­ზი­კურ სიმ­ხ­ნე­ვე­სა და სპორ­ტულ ცხოვ­რე­ბას უთ­მობს. ელე­ნე გათხო­ვი­ლია - სა­მა­გა­ლი­თო დე­და და მე­უღ­ლეა. იმის გა­მო, რომ ჩე­მი მე­გობ­რე­ბი და­კა­ვე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან, დას­ვე­ნე­ბის დღე­ებს და
ჩვენს შეხ­ვედ­რებს მე ვგეგ­მავ.

ჩე­მი არა­ორ­დი­ნა­რუ­ლი ნა­ბი­ჯი კი­დევ ერ­თი ტა­ტუ იქ­ნე­ბა, რო­მელ­საც ჩემს საყ­ვა­რელ სპა-ცენტრ Nina Beauty Cen­ter-ში გა­ვი­კე­თებ. გან­სა­კუთ­რე­ბით მიყ­ვარს ეს ად­გი­ლი, თუნ­დაც იმი­ტომ, რომ თბი­ლი­სის ყვე­ლა­ზე ლა­მაზ უბან­ში, მე­ი­დან­ზე მდე­ბა­რე­ობს. სი­ლა­მა­ზის ცენ­ტ­რი აღ­მო­სავ­ლუ­რი ეს­თე­ტი­კით გა­მო­ირ­ჩე­ვა, სა­დაც სხვა­დას­ხ­ვა ეროვ­ნე­ბის ქალ­ბა­ტო­ნე­ბი მემ­სა­ხუ­რე­ბი­ან.

რო­გორც ცენ­ტ­რ­ში ამიხ­ს­ნეს, ტა­ტუ აღ­მო­სავ­ლუ­რი კულ­ტუ­რის ნა­წი­ლია და ამ ხე­ლოვ­ნე­ბას აღ­მო­სავ­ლუ­რი ქვეყ­ნე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი უკეთ ფლო­ბენ. ტა­ტუ ორ­კ­ვი­რი­ა­ნი იქ­ნე­ბა და ბუ­ნებ­რი­ვი სა­ღე­ბა­ვით გა­მი­კეთ­დე­ბა. ბუ­ნებ­რივ სა­შუ­ა­ლე­ბებს ცენ­ტ­რ­ში გან­სა­კუთ­რე­ბულ ყუ­რადღე­ბას აქ­ცე­ვენ.

დრო თუ მაქვს, ამ გა­რე­მო­ზე არას­დ­როს ვამ­ბობ უარს. ხში­რად ვი­კე­თებ ვარ­ცხ­ნი­ლო­ბას, რო­მელ­საც Nina Beauty Cen­ter-ში მთა­ვა­ზო­ბენ. აქა­ურ სტი­ლის­ტებს ბრმად ვენ­დო­ბი, რად­გან გა­მორ­ჩე­ულ და მო­დურ სტილს მთა­ვა­ზო­ბენ. გან­სა­კუთ­რე­ბით, თმის მოვ­ლის პრო­ცე­დუ­რე­ბი - Hair Spa მი­ზი­დავს.

თმის ნიღ­ბე­ბი მცე­ნა­რე­უ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით მზად­დე­ბა, რო­მელ­საც სპე­ცი­ა­ლუ­რი ორ­თ­ქ­ლის აპა­რა­ტით თმის ძი­რებ­ში შე­მა­ზე­ლენ. რამ­დე­ნი­მე პრო­ცე­დუ­რის შემ­დეგ თმა საგ­რ­ძ­ნობ­ლად დაგ­რ­ძე­ლე­ბუ­ლია და ხა­რის­ხი­ა­ნი, თა­ნაც, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად ბრწყი­ნავს. კე­რა­ტი­ნი ამე­რი­კი­დან ჩა­მო­აქვთ, რო­მე­ლიც თმის სტრუქ­ტუ­რის აღ­დ­გე­ნის სა­უ­კე­თე­სო სა­შუ­ა­ლე­ბაა.

Nina Beauty Cen­ter-დან გა­უს­ვ­ლე­ლად ნე­ბის­მი­ე­რი პრო­ცე­დუ­რის გა­მო­ყე­ნე­ბა შე­მიძ­ლია. არა­ფერს ვამ­ბობ ფრჩხი­ლე­ბის მოვ­ლა­სა და მა­საჟ­ზე, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან მიყ­ვარს. რო­ცა გა­და­ვიღ­ლე­ბი და მო­დუ­ნე­ბა მჭირ­დე­ბა, ვი­ცი, რომ აქ სხვა­დას­ხ­ვა სა­ხის მა­საჟს შე­მომ­თა­ვა­ზე­ბენ, იმის მი­ხედ­ვით, რო­გო­რ გან­წყო­ბა­ზე ვარ ან რა მჭირ­დე­ბა. ცენ­ტ­რ­ში სა­ხის, თმის და სა­ერ­თოდ, თა­ვის მოვ­ლის სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი ბუ­ნებ­რივ მცე­ნა­რე­ულ კომ­პო­ნენ­ტებ­ზეა დამ­ზა­დე­ბუ­ლი, რომ­ლის ად­გილ­ზე შე­ძე­ნა ყო­ველ­თ­ვის შე­მიძ­ლია.

Nina Beauty Cen­ter-ში ყო­ველ­თ­ვის კომ­ფორ­ტუ­ლი და სა­სი­ა­მოვ­ნო გა­რე­მო მე­ლო­დე­ბა.
Bensimon-ი ნი­ნუ­ცამ შე­მაყ­ვა­რა. ერ­თხელ კე­დე­ბის შე­სა­ძე­ნად გავ­ყე­ვი და ჩემ­თ­ვის ყვე­ლა­ზე სა­ინ­ტე­რე­სო სტი­ლის სა­მოსს გა­და­ვაწყ­დი. დახ­ვე­წი­ლი, ზო­მი­ე­რად კლა­სი­კუ­რი და ფე­რა­დია, - თა­ვი­სუ­ფა­ლი, ყო­ველ­დღი­უ­რი ან გა­მო­სას­ვ­ლე­ლი, ის, რაც დღეს ყვე­ლა­ზე მო­დუ­რია.

Never black - "ბენ­სი­მო­ნის" სლო­გა­ნია და მარ­თ­ლაც, ამ ბრენ­დის კო­ლექ­ცი­ებ­ში, შა­ვის გარ­და, ყვე­ლა ტო­ნა­ლო­ბას წა­აწყ­დე­ბით. რამ­დე­ნი­მე ათე­უ­ლი წე­ლია, Bensimon-ი ევ­რო­პე­ლე­ბის­თ­ვის პრე­მი­უმ­-ბ­რენ­დია.

აქ ყო­ველ­თ­ვის სა­უ­კე­თე­სო ხა­რის­ხის, 100-პრო­ცენ­ტი­ა­ნი ბამ­ბის სა­მოსს მთა­ვა­ზო­ბენ. ნე­ბის­მი­ე­რი დი­ზა­ი­ნი­სა და შე­ფე­რი­ლო­ბის მო­დე­ლებს, რაც კი "ბენ­სი­მო­ნის" მა­ღა­ზი­ა­თა ქსელ­შია, თბი­ლი­სის მა­ღა­ზი­ებ­ში შეხ­ვ­დე­ბით. კო­ლექ­ცი­ე­ბი უახ­ლე­სია, რო­გორც მითხ­რეს, ერ­თი წლით ად­რე ხდე­ბა მა­თი დაკ­ვე­თა.

არ­ჩე­ვა­ნი ქარ­თ­ველ მომ­ხ­მა­რე­ბელ­ზეა გათ­ვ­ლი­ლი, ანუ ჩემს გე­მოვ­ნე­ბა­საც ყო­ველ­თ­ვის ერ­გე­ბა. Bensimon-ი ფრანგული ბრენდის ოფი­ცი­ა­ლუ­რი წარ­მო­მად­გე­ნე­ლია სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში, რაც ნიშ­ნავს, რომ ჩვე­ნი მა­ღა­ზი­ე­ბი ახა­ლი კო­ლექ­ცი­ით პირ­და­პირ ამ ბრენ­დის შო­უ­რუ­მი­დან ივ­სე­ბა.

Bensimon-ი ევროპაში იმდენად საკულტო კედია, რომ ისეთი ფირმები, როგორებიც არის "შანელი" და "ჟან პოლ გოტიე", Bensimon-ის კედებს მათი ლოგოებით ყიდიან თავიანთ მაღაზიებში. კე­დი ამ ბრენ­დის სა­ვი­ზი­ტო ბა­რა­თია. რამ­დე­ნი­მე წყვი­ლი შე­ვი­ძი­ნე.

სხვა­დას­ხ­ვა დი­ზა­ი­ნი­სა და შე­ფე­რი­ლო­ბის კე­დებ­მა გა­ა­ხა­ლი­სა ჩე­მი გარ­დე­რო­ბი. მათ შო­რის ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი მო­დე­ლიც მოხ­ვ­და, რო­მე­ლიც შეკერილია ნატის ქსოვილისგან, ლამაზი ფერადი თასმებით. მაღაზიაში ფართო არჩევანია და არ გამჭირვებია ჩემთვის საუკეთესო კედის შერჩევა.

"ბენ­სი­მონ­ში" სხვა ბრენ­დის მხო­ლოდ ჯინ­სის შარ­ვალს მთა­ვა­ზო­ბენ - Meltin’ Pot - ასე­ვე იტალიური სა­ინ­ტე­რე­სო ბრენ­დი, რომ­ლის გაც­ნო­ბის­თა­ნა­ვე მი­სი ერ­თ­გუ­ლი მომ­ხ­მა­რე­ბე­ლი გავ­ხ­დი. სა­ინ­ტე­რე­სო დი­ზა­ი­ნი და ხა­რის­ხი ამ ბრენ­დის ჯინ­სე­ბის მი­მართ გულ­გ­რილს ვერ გტო­ვებს. ახ­ლაც უახ­ლეს კო­ლექ­ცი­ას ელი­ან, სა­დაც ქა­ლი­სა და მა­მა­კა­ცის ჯინ­სის შარ­ვ­ლებ­თან სა­უ­კე­თე­სო ხა­რის­ხის პე­რან­გებს შე­მოგ­ვ­თა­ვა­ზე­ბენ.

რო­ცა დახ­ვე­წი­ლად და მო­დუ­რად მსურს გა­მო­ვი­ყუ­რე­ბო­დე, ვი­ცი, რა მი­სა­მარ­თ­ზე მი­ვი­დე - აღ­მა­შე­ნებ­ლის 86/90; ან ზან­დუ­კე­ლის 39/40 - იქ, სა­დაც ჩე­მი საყ­ვა­რე­ლი მა­ღა­ზია Bensimon-ია.

სა­სი­ა­მოვ­ნო შო­პინ­გის შემ­დეგ, რო­გორც თა­ვი­დან­ვე დავ­გეგ­მე, სას­ტუმ­რო "რა­დი­სო­ნ ბლუს" იტა­ლი­ურ რეს­ტო­რან­ "ფი­ლინ­იში" მივ­დი­ვართ. ყვე­ლას ძა­ლი­ან გვიყ­ვარს იტა­ლი­უ­რი სამ­ზა­რე­უ­ლო. გან­სა­კუთ­რე­ბულ სი­ა­მოვ­ნე­ბას "რა­დი­სო­ნ ბლუს" პირ­ველ სარ­თულ­ზე მდე­ბა­რე იტა­ლი­ურ რეს­ტო­რან "ფი­ლინი­ში" ვი­ღებთ, სა­დაც ყვე­ლა კერძს იტა­ლი­უ­რი რე­ცეპ­ტით ამ­ზა­დე­ბენ.

ამ რეს­ტო­რან­ში სწო­რედ ის კერ­ძე­ბი და­ვა­გე­მოვ­ნე, იტა­ლი­ა­ში, სა­უ­კე­თე­სო რეს­ტორ­ნებ­ში რომ შე­მო­უ­თა­ვა­ზე­ბი­ათ. იტალიელი ლუ­კა ბე­კა­ლი რეს­ტორ­ნის ახალ­გაზ­რ­და შეფ-მზა­რე­ულია. ლუ­კა სი­ა­მოვ­ნე­ბით ურ­თი­ერ­თობს სტუმ­რებ­თან და ექ­ს­კ­ლუ­ზი­უ­რი რე­ცეპ­ტით მომ­ზა­დე­ბულ ნამ­დ­ვილ იტა­ლი­ურ კერ­ძებს სთა­ვა­ზობს მათ.

რეს­ტო­რან­ში ჩე­მი საყ­ვა­რე­ლი კერ­ძი "რი­ზო­ტო ზაფხულის სოკო ტრიუფელით" და დე­სერ­ტი "ტი­რა­მი­სუ" შე­ვუკ­ვე­თეთ. რო­გორ შე­იძ­ლე­ბა იტა­ლი­ურ რეს­ტო­რან­ში იტა­ლი­ის "სა­ვი­ზი­ტო ბა­რა­თი", უგემ­რი­ე­ლე­სი "ტი­რა­მი­სუ" არ გა­მახ­სენ­დეს, თან "რა­დი­სო­ნ ბლუს" "ფი­ლინი­ში", სა­დაც ლუ­კა მას ბა­ბუ­ის სა­ი­დუმ­ლო რე­ცეპ­ტით ამ­ზა­დებს. რეს­ტო­რანს თუ ეწ­ვე­ვით, თა­ვად გექ­ნე­ბათ ამ შე­სა­ნიშ­ნა­ვი ნუგ­ბა­რის და­გე­მოვ­ნე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა.

ახ­ლა იმ შთამ­ბეჭ­დავ მო­მენ­ტებ­ზე გა­და­ვალ, რაც ყვე­ლა­ზე მე­ტად მი­ზი­დავს ამ რეს­ტო­რან­ში - ღია სივ­რ­ცე, სა­დაც შეკ­ვე­თი­ლი კერ­ძის დამ­ქან­ც­ვე­ლი მო­ლო­დი­ნიც კი შო­უდ იქ­ცე­ვა. სამ­ზა­რე­უ­ლოს მდე­ბა­რე­ო­ბა სა­შუ­ა­ლე­ბას მაძ­ლევს, კერ­ძის მომ­ზა­დე­ბის პრო­ცესს, რო­მელ­საც ლუ­კა, თა­ვი­სი სი­ხა­ლი­სი­თა და ენერ­გი­უ­ლო­ბით, წარ­მოდ­გე­ნად აქ­ცევს, თვა­ლი ვა­დევ­ნო. სა­ნა­ხა­ო­ბა კერ­ძის მო­ტა­ნით სრულ­დე­ბა. ამა­სო­ბა­ში დრო გარ­ბის და მა­დი­საღ­მ­ძ­ვ­რე­ლი მო­ლო­დი­ნიც პიკს აღ­წევს.

ახ­ლა ელე­ნე­ზე მო­გითხ­რობთ:

კვი­რადღეს "რა­დი­სონ­ ბლუში", საკვირაო "ბრანჩზე" საერთაშორისო კერძების უდიდესი მრავალფეროვნებაა. შვე­­დუ­რი მა­გი­და, სურ­ნე­ლო­ვა­ნი, უგემ­რი­ე­ლე­სი ყა­ვა და ალ­კო­ჰო­ლუ­რი სას­მე­ლე­ბი მო­სა­დუ­ნებ­ლად და სა­სი­ა­მოვ­ნო გან­წყო­ბის შე­საქ­მ­ნე­ლად იდე­ა­ლუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბაა. საკვირაო "ბრან­ჩ­ზე" დას­ვე­ნე­ბის სა­უ­კე­თე­სო გა­რე­მო იქ­მ­ნე­ბა.

12 წლამ­დე ბავ­შ­ვებს უფა­სოდ უმას­პინ­ძ­ლ­დე­ბი­ან; მე­ტიც, ბავ­შ­ვე­ბის­თ­ვის მოწყო­ბილ ოთახ­ში მხი­ა­რუ­ლი და ხა­ლი­სი­ა­ნი ძი­ძე­ბი მათ ისე არ­თო­ბენ, რომ გა­მოს­ვ­ლა აღარ უნ­დე­ბათ. ელე­ნე მე­უღ­ლეს­თან ან მე­გობ­რებ­თან ერთად ხში­რად და­დის კვი­რის "ბრან­ჩ­ზე" და დღის ამ პე­რი­ოდ­ში დროს სა­სი­ა­მოვ­ნოდ ატა­რებს, თან ბავ­შ­ვე­ბის უფ­რო­სებ­თან და­ტო­ვე­ბა­ზეც აღარ ფიქ­რობს.

ყველა ჩემს მეგობარს და ჩემი ოჯახის წევრებს ძა­ლი­ან გვიყ­ვარს "რა­დი­სო­ნ ბლუს" ეს სივ­რ­ცე და რო­გორც კი თა­ვი­სუ­ფა­ლი დრო გა­მო­მიჩ­ნ­დე­ბა, გუ­ლი აქეთ მო­მი­წევს.


იხილეთ ფოტოგალერეა

ჟურნალი "ბომონდი"
(ოქტომბრის ნომერი)

FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 2 /
ისე...-ს
მოიცადე და შენ ქველმოქმედებისთვის გაგიღია ოდესმე ფული?შენ ვინ გეკითხება გაიღებს თუ არა ქველმოქმედებისთვის ფულს?ფუ რა გეშველებათ ხალხნო... !!!
23:46 / 12-10-2013
გამოხმაურება / 0 /
ისე...
ექსპერიმენტი არა ტოროლა- მაღაზიის რეკლამა და მეტი არაფერი. იცი ჩემი აზრით რა აჯობებდა? ერთი კედით ნაკლები გეყიდა და ის თანხა ქველმოქმედებისთვის გაგეღო, მაგრამ რაღაც ეჭვი მეპარება ეს ოდესმე გაგეკეთებინოს...
14:54 / 04-10-2013
გამოხმაურება / 0 /
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
e87a93