დღეს ყველაფერი ჩემი ჩანაფიქრით დაიწყება და კარგად თუ აეწყო, სასტუმრო "რადისონის" იტალიურ რესტორანში სასიამოვნო სადილით დასრულდება.
მე ნათია დოლიძე ვარ. გაგაცნობთ ჩემს მეგობრებს - ნინუცა კობახიძესა და ელენე მელაძეს. ჩვენ განუყრელი მეგობრები ვართ, მაგრამ სრულიად განვსხვავდებით ერთმანეთისგან. ჩემი ექსტრავაგანტურობითა და სითამამით არაერთხელ გამიოცებია ისინი.
ნინუცა საქმიანი ქალია, რომელიც განსაკუთრებულ ყურადღებას ფიზიკურ სიმხნევესა და სპორტულ ცხოვრებას უთმობს. ელენე გათხოვილია - სამაგალითო დედა და მეუღლეა. იმის გამო, რომ ჩემი მეგობრები დაკავებული ადამიანები არიან, დასვენების დღეებს და ჩვენს შეხვედრებს მე ვგეგმავ.
ჩემი არაორდინარული ნაბიჯი კიდევ ერთი ტატუ იქნება, რომელსაც ჩემს საყვარელ სპა-ცენტრ Nina Beauty Center-ში გავიკეთებ. განსაკუთრებით მიყვარს ეს ადგილი, თუნდაც იმიტომ, რომ თბილისის ყველაზე ლამაზ უბანში, მეიდანზე მდებარეობს. სილამაზის ცენტრი აღმოსავლური ესთეტიკით გამოირჩევა, სადაც სხვადასხვა ეროვნების ქალბატონები მემსახურებიან.
როგორც ცენტრში ამიხსნეს, ტატუ აღმოსავლური კულტურის ნაწილია და ამ ხელოვნებას აღმოსავლური ქვეყნების წარმომადგენლები უკეთ ფლობენ. ტატუ ორკვირიანი იქნება და ბუნებრივი საღებავით გამიკეთდება. ბუნებრივ საშუალებებს ცენტრში განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ.
დრო თუ მაქვს, ამ გარემოზე არასდროს ვამბობ უარს. ხშირად ვიკეთებ ვარცხნილობას, რომელსაც Nina Beauty Center-ში მთავაზობენ. აქაურ სტილისტებს ბრმად ვენდობი, რადგან გამორჩეულ და მოდურ სტილს მთავაზობენ. განსაკუთრებით, თმის მოვლის პროცედურები - Hair Spa მიზიდავს.
თმის ნიღბები მცენარეული საშუალებებით მზადდება, რომელსაც სპეციალური ორთქლის აპარატით თმის ძირებში შემაზელენ. რამდენიმე პროცედურის შემდეგ თმა საგრძნობლად დაგრძელებულია და ხარისხიანი, თანაც, განსაკუთრებულად ბრწყინავს. კერატინი ამერიკიდან ჩამოაქვთ, რომელიც თმის სტრუქტურის აღდგენის საუკეთესო საშუალებაა.
Nina Beauty Center-დან გაუსვლელად ნებისმიერი პროცედურის გამოყენება შემიძლია. არაფერს ვამბობ ფრჩხილების მოვლასა და მასაჟზე, რომელიც ძალიან მიყვარს. როცა გადავიღლები და მოდუნება მჭირდება, ვიცი, რომ აქ სხვადასხვა სახის მასაჟს შემომთავაზებენ, იმის მიხედვით, როგორ განწყობაზე ვარ ან რა მჭირდება. ცენტრში სახის, თმის და საერთოდ, თავის მოვლის საშუალებები ბუნებრივ მცენარეულ კომპონენტებზეა დამზადებული, რომლის ადგილზე შეძენა ყოველთვის შემიძლია.
Nina Beauty Center-ში ყოველთვის კომფორტული და სასიამოვნო გარემო მელოდება.
Bensimon-ი ნინუცამ შემაყვარა. ერთხელ კედების შესაძენად გავყევი და ჩემთვის ყველაზე საინტერესო სტილის სამოსს გადავაწყდი. დახვეწილი, ზომიერად კლასიკური და ფერადია, - თავისუფალი, ყოველდღიური ან გამოსასვლელი, ის, რაც დღეს ყველაზე მოდურია.
Never black - "ბენსიმონის" სლოგანია და მართლაც, ამ ბრენდის კოლექციებში, შავის გარდა, ყველა ტონალობას წააწყდებით. რამდენიმე ათეული წელია, Bensimon-ი ევროპელებისთვის პრემიუმ-ბრენდია.
აქ ყოველთვის საუკეთესო ხარისხის, 100-პროცენტიანი ბამბის სამოსს მთავაზობენ. ნებისმიერი დიზაინისა და შეფერილობის მოდელებს, რაც კი "ბენსიმონის" მაღაზიათა ქსელშია, თბილისის მაღაზიებში შეხვდებით. კოლექციები უახლესია, როგორც მითხრეს, ერთი წლით ადრე ხდება მათი დაკვეთა.
არჩევანი ქართველ მომხმარებელზეა გათვლილი, ანუ ჩემს გემოვნებასაც ყოველთვის ერგება. Bensimon-ი ფრანგული ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში, რაც ნიშნავს, რომ ჩვენი მაღაზიები ახალი კოლექციით პირდაპირ ამ ბრენდის შოურუმიდან ივსება.
Bensimon-ი ევროპაში იმდენად საკულტო კედია, რომ ისეთი ფირმები, როგორებიც არის "შანელი" და "ჟან პოლ გოტიე", Bensimon-ის კედებს მათი ლოგოებით ყიდიან თავიანთ მაღაზიებში. კედი ამ ბრენდის სავიზიტო ბარათია. რამდენიმე წყვილი შევიძინე.
სხვადასხვა დიზაინისა და შეფერილობის კედებმა გაახალისა ჩემი გარდერობი. მათ შორის ყველაზე პოპულარული მოდელიც მოხვდა, რომელიც შეკერილია ნატის ქსოვილისგან, ლამაზი ფერადი თასმებით. მაღაზიაში ფართო არჩევანია და არ გამჭირვებია ჩემთვის საუკეთესო კედის შერჩევა.
"ბენსიმონში" სხვა ბრენდის მხოლოდ ჯინსის შარვალს მთავაზობენ - Meltin’ Pot - ასევე იტალიური საინტერესო ბრენდი, რომლის გაცნობისთანავე მისი ერთგული მომხმარებელი გავხდი. საინტერესო დიზაინი და ხარისხი ამ ბრენდის ჯინსების მიმართ გულგრილს ვერ გტოვებს. ახლაც უახლეს კოლექციას ელიან, სადაც ქალისა და მამაკაცის ჯინსის შარვლებთან საუკეთესო ხარისხის პერანგებს შემოგვთავაზებენ.
როცა დახვეწილად და მოდურად მსურს გამოვიყურებოდე, ვიცი, რა მისამართზე მივიდე - აღმაშენებლის 86/90; ან ზანდუკელის 39/40 - იქ, სადაც ჩემი საყვარელი მაღაზია Bensimon-ია.
სასიამოვნო შოპინგის შემდეგ, როგორც თავიდანვე დავგეგმე, სასტუმრო "რადისონ ბლუს" იტალიურ რესტორან "ფილინიში" მივდივართ. ყველას ძალიან გვიყვარს იტალიური სამზარეულო. განსაკუთრებულ სიამოვნებას "რადისონ ბლუს" პირველ სართულზე მდებარე იტალიურ რესტორან "ფილინიში" ვიღებთ, სადაც ყველა კერძს იტალიური რეცეპტით ამზადებენ.
ამ რესტორანში სწორედ ის კერძები დავაგემოვნე, იტალიაში, საუკეთესო რესტორნებში რომ შემოუთავაზებიათ. იტალიელი ლუკა ბეკალი რესტორნის ახალგაზრდა შეფ-მზარეულია. ლუკა სიამოვნებით ურთიერთობს სტუმრებთან და ექსკლუზიური რეცეპტით მომზადებულ ნამდვილ იტალიურ კერძებს სთავაზობს მათ.
რესტორანში ჩემი საყვარელი კერძი "რიზოტო ზაფხულის სოკო ტრიუფელით" და დესერტი "ტირამისუ" შევუკვეთეთ. როგორ შეიძლება იტალიურ რესტორანში იტალიის "სავიზიტო ბარათი", უგემრიელესი "ტირამისუ" არ გამახსენდეს, თან "რადისონ ბლუს" "ფილინიში", სადაც ლუკა მას ბაბუის საიდუმლო რეცეპტით ამზადებს. რესტორანს თუ ეწვევით, თავად გექნებათ ამ შესანიშნავი ნუგბარის დაგემოვნების შესაძლებლობა.
ახლა იმ შთამბეჭდავ მომენტებზე გადავალ, რაც ყველაზე მეტად მიზიდავს ამ რესტორანში - ღია სივრცე, სადაც შეკვეთილი კერძის დამქანცველი მოლოდინიც კი შოუდ იქცევა. სამზარეულოს მდებარეობა საშუალებას მაძლევს, კერძის მომზადების პროცესს, რომელსაც ლუკა, თავისი სიხალისითა და ენერგიულობით, წარმოდგენად აქცევს, თვალი ვადევნო. სანახაობა კერძის მოტანით სრულდება. ამასობაში დრო გარბის და მადისაღმძვრელი მოლოდინიც პიკს აღწევს.
ახლა ელენეზე მოგითხრობთ:
კვირადღეს "რადისონ ბლუში", საკვირაო "ბრანჩზე" საერთაშორისო კერძების უდიდესი მრავალფეროვნებაა. შვედური მაგიდა, სურნელოვანი, უგემრიელესი ყავა და ალკოჰოლური სასმელები მოსადუნებლად და სასიამოვნო განწყობის შესაქმნელად იდეალური საშუალებაა. საკვირაო "ბრანჩზე" დასვენების საუკეთესო გარემო იქმნება.
12 წლამდე ბავშვებს უფასოდ უმასპინძლდებიან; მეტიც, ბავშვებისთვის მოწყობილ ოთახში მხიარული და ხალისიანი ძიძები მათ ისე ართობენ, რომ გამოსვლა აღარ უნდებათ. ელენე მეუღლესთან ან მეგობრებთან ერთად ხშირად დადის კვირის "ბრანჩზე" და დღის ამ პერიოდში დროს სასიამოვნოდ ატარებს, თან ბავშვების უფროსებთან დატოვებაზეც აღარ ფიქრობს.
ყველა ჩემს მეგობარს და ჩემი ოჯახის წევრებს ძალიან გვიყვარს "რადისონ ბლუს" ეს სივრცე და როგორც კი თავისუფალი დრო გამომიჩნდება, გული აქეთ მომიწევს.
ჟურნალი "ბომონდი"
(ოქტომბრის ნომერი)