ასეთი დღეები ერთმანეთთან კიდევ უფრო გვაახლოებს. გვახალისებს შაბათ-კვირის დაგეგმვა, როცა დილას სასიამოვნო უიკენდზე ფიქრით ვიწყებთ. თბილისში რამდენიმე ჩვენთვის საყვარელი ადგილი გვეგულება, სადაც სიამოვნებით დავდივართ.
განსაკუთრებით, მია და ნუცა აქტიურობენ, რადგან ასეთ დღეებში სწორედ ისინი გრძნობენ თავს პატარა პრინცესებად - ამ დროს ყველაფერი მათ ეკუთვნით.
რადგან შვილების სულიერ აღზრდას არასდროს ვივიწყებთ, ჩვენი უიკენდი წიგნის შეძენით იწყება. როცა მათთვის საჩუქრის გაკეთება გვინდა, ლამაზად გაფორმებულ, საინტერესო შინაარსის წიგნებს ვყიდულობთ. ასეთ დროს ჩვენი სასურველი პარტნიორი წიგნის მაღაზიათა ქსელი ”ბიბლუსია”.
განსაკუთრებით, ვაჟა-ფშაველას გამზირზე მდებარე მაღაზია მოგვწონს, სადაც სასიამოვნო ინტერიერის პატარა, მყუდრო კაფეა მოწყობილი. დღის ნებისმიერ მონაკვეთში შემიძლია შესვლა და ფინჯან ყავასთან ერთად, სასურველი წიგნის შერჩევა და წაკითხვა.
მართლაც, საოცარ გარემოში დრო სწრაფად გადის. გოგონებიც ხშირად დაგვყავს ”ბიბლუსში”. ინტერესის მიხედვით ირჩევენ ხოლმე წიგნებს თუ სხვადასხვა გასართობს. შემდეგ ყველანი ერთად მოვკალათდებით კაფეში და წვენის, ჩაის და უგემრიელესი ნამცხვრების დაგემოვნებით დრო სასიამოვნოდ გაგვყავს.
”ბიბლუსი” პატრიარქის იდეას გამოეხმაურა, რომ შაბათი დღე ”წიგნისა და კითხვის დღე” ყოფილიყო. წიგნის მოყვარულებს ”შაბათის აქციაზე” შთამბეჭდავ ფასდაკლებებს გვთავაზობენ. როგორც მაღაზიაში მითხრეს, მალე საახალწლო აქცია დაიწყება. ასეთი აქციები ძალიან მოსახერხებელია, განსაკუთრებით, სადღესასწაულო დღეებში, - წიგნი ხომ ყოველთვის საუკეთესო საჩუქარია.
მიამ არჩევანი ”პალიტრა L”-ის გამოცემულ ძმები გრიმების ზღაპრებსა და ულამაზეს ჩანთაზე შეაჩერა. ნუცას ფერად-ფერადი ნახატებით დასურათებული წიგნი მოეწონა. ბავშვებს და არა მხოლოდ მათ, ჩვენც გამოგვადგება არაჩვეულებრივი გამოცემა ”1001 წიგნი, რომელიც აუცილებლად უნდა წაიკითხო”.
ეს წიგნი იქნება ჩვენი შეუცვლელი გზამკვლევი ლიტერატურის უკიდეგანო სამყაროში. ნუცას სურვილით, გოგონების საყვარელ მაღაზია Prenatal-
ლამაზი სამოსის შეძენის გარეშე უიკენდი წარმოუდგენელია. მეც მომწონს ეს მაღაზია, რომელიც ყოველთვის გემოვნებიან სტილსა და უზადო ხარისხს მთავაზობს. განსაკუთრებული დამოკიდებულება ორსულობის პერიოდში ჩამომიყალიბდა. ვიცოდი, რომ ყველაზე მოსახერხებელ, ხარისხიან და ლამაზ საორსულო კაბებს აქ შევიძენდი.
მას შემდეგ ამ მაღაზიის ხშირი სტუმარი ვარ. Prenatal
შემდგომ პერიოდშიც ყოველთვის ვიცოდი, რომ სხვადასხვა სტილითა და დახვეწილი გემოვნებით შექმნილ ტანსაცმელს შემომთავაზებდნენ. განსაკუთრებულად ის კუთხე მიყვარს, სადაც ბავშვების ნივთები და საწოლები იყიდება. ასეთი ნივთების ფართო არჩევანია, რომელიც ბავშვის მანქანის სავარძლით იწყება და ულამაზესი საწოლებით მთავრდება.
იმდენად ლამაზია ყველაფერი, ინტერიერის ნამდვილი მშვენებაა. გოგონები მაღაზიაში შესვლისთანავე სიხარულით ივსებიან. ფერად-ფერად სამოსში მათთვის სასურველ ქურთუკებს ირგებენ და შეძენას გვთხოვენ. ერთნაირი ფერები მოსწონთ. ჩვენც არ ვართ წინააღმდეგნი, გვიანი შემოდგომის სეზონისთვის სასურველი არჩევანია.
იციან პატარებმა, ყველაზე მეტად რა სჭირდებათ. არც ფერად კაბებზე ამბობენ უარს და უფროსებს ისღა დაგვრჩენია, ასეთი საჩუქრებით გავანებივროთ ისინი. როცა ბავშვების გახარება გვინდა, რა თქმა უნდა, უმალ მაღაზია Prenatal
ამასობაში სადილობის დრო გვიახლოვდება და ფუნიკულიორისკენ ვიღებთ გეზს. სასიამოვნო სეირნობის შემდეგ სწორედ აქ გემრიელად ვისადილებთ. ფუნიკულიორის კომპლექსის მრავალფეროვნება ყოველთვის საუკეთესო გუნებაზე გვაყენებს. გემოვნებისა და განწყობის მიხედვით შეგვიძლია ავირჩიოთ სასურველი მენიუ და გარემო.
რესტორნის ყველა სართულიდან თბილისის ულამაზესი ხედი იშლება, რაც განწყობას კიდევ უფრო გვიმაღლებს. პირველ სართულზე ჩვენი გოგონების საყვარელი ადგილი ”პური გულიანი” მდებარეობს.
მინის ვიტრინებში გამოფენილი უგემრიელესი ტკბილეული მათი საყვარელი ნუგბარია, რომელზეც არასდროს ამბობენ უარს. ნამცხვრების, ღვეზელებისა და პურის ფართო ასორტიმენტი მადისაღმძვრელად გამოიყურება. უფროსები ყოველთვის აჭარულ ხაჭაპურს ვირჩევთ, რომელსაც საუკეთესოდ აცხობენ. შეგვიძლია, ”აჭარულისთვის” აქ სპეციელურად ამოვიდეთ.
თუმცა აქ კიდევ ერთი ნუგბარი არის, რომლისთვისაც ეს ადგილი ყველამ შეიყვარა - უგემრიელესი ცხელი ფუნჩულა. ამჯერად ”ჩელას” ვირჩევთ, სადაც ხორციანი კერძების დიდი არჩევანია. ვიცით, რომ აქ ყველაფერს გემრიელს შემოგვთავაზებენ და მიასა და ნუცასთან ერთად, ქართულ კერძებს დავაგემოვნებთ. დახვეწილი ინტერიერი და სიმყუდროვე დასვენებისა და დანაყრების იდეალური ადგილია.
”ჩელაში” ისიც მომწონს, რომ კერძები ჩვენ თვალწინ მზადდება. მოლოდინის პროცესი სახალისო და მადისაღმძვრელია. განსაკუთრებულ დღეებში რესტორანი ”ფუნიკულიორი” მოგვწონს. აქ სულ ცოტა ხნის წინ ახალი შემოდგომა-ზამთრის მენიუ შეიქმნა, რომელიც უძველესი ქართული რეცეპტებითაა შთაგონებული. შეფმზარეულების ფანტაზიის წყალობით, სტუმრებს ახალი ინგრედიენტებით შეზავებული დახვეწილი ქართული კერძებით გვიმასპინძლდებიან.
გამოცდილი სომელიე, ქართული ღვინოების გარდა, შეკვეთილი კერძებისთვის შესაფერის ფრანგულ, ესპანურ, იტალიურ, ავსტრალიურ, ახალზელანდიურ თუ სამხრეთაფრიკულ ღვინოს შეგვირჩევს. ”ფუნიკულიორის” წვეულებათა დარბაზი კი საუკეთესო ადგილია წვეულებების გასამართავად. ულამაზესი ხედი იშლება ვერანდიდან, - მთელი თბილისი საუკეთესო რაკურსით მოჩანს.
ჩვენი უიკენდის მეორე დღე სუპერმარკეტ ”ფრესკოში” იწყება, სადაც ოჯახისთვის აუცილებელი პროდუქტები უნდა შევიძინოთ. დავზოგავთ ძვირფას დროს და, რაც ყველაზე მთავარია, თანხას, რადგან სუპერმარკეტების ქსელი ”ფრესკო” სტაბილურად დაბალი ფასებით გამოირჩევა.
დაახლოებით ერთი წლის წინ გლდანი-მუხიანში, გობრონიძის ქ. N18-ში, fresco
”ფრესკოს” სუპერმარკეტები მომხმარებელს 24 საათის განმავლობაში ემსახურება. როგორც ჩემთვის ცნობილია, სუპერმარკეტში 27 000-ზე მეტი დასახელების მაღალი ხარისხის პროდუქციაა წარმოდგენილი.
მომწონს ამ ადგილის პრაქტიკული მხარე, სადაც მოსახერხებელია გადაადგილება, საჭირო პროდუქციის შეძენა. აქვეა მოწყობილი თონე, საცხობი, კაფე, უგემრიელესი სამზარეულო და ბავშვების გასართობი სივრცე. მათ პროდუქციას ყოველთვის ვენდობი, განსაკუთრებით, თუ ბავშვებისთვის აუცილებელ საკვებს ვყიდულობ. აქ სისუფთავის ყველა ნორმაა დაცული.
”ფრესკოში” მრავალფეროვანი აქციებითაც მანებივრებენ, მაგალითად, თუ 1+1 აქციის ფარგლებში 2 ერთნაირ პროდუქტს ვყიდულობთ, თითოეულის ფასი იმდენად დაბალი გამოდის, რომ აშკრად ვგრძნობ, რამდენ თანხას ვზოგავ.
ახლა ახალ აქციაშიც ჩავერთე: ყოველ დახარჯულ 27 ლარზე გათამაშების ერთ ბილეთს მაჩუქებენ, რომელიც დოლურაში მოთავსდება. დოლურას 27 დეკემბერს გახსნიან და 27 გამარჯვებულს პრიზად სხვადასხვა სახის საყოფაცხოვრებო ტექნიკას გადასცემენ.
კარგი იქნება, თუ რომელიმე ნივთს მოვიგებ. ახალი ტექნიკა ყოველთვის საუკეთესო საჩუქარია. ერთ-ერთ გამარჯვებულს კი გრანდიოზული პრიზი ელოდება, რომელიც ჯერ საიდუმლოდ რჩება.
ჩემი მეზობელი, მაგალითად, ”ფრესკოს” ნისიაბარათის აქტიური მომხმარებელია. ეს ”ლიბერთი ბანკის” და ფრესკოს ერთობლივი საკრედიტო ბარათია, რომლითაც პროდუქციის შეძენა შეიძლება და თვის განმავლობაში ბარათით დახარჯულ თანხას თვის ბოლოს ბანკში აბრუნებ. გამოუვალ წუთებში ეს მართლაც არაჩვეულებრივი დახმარებაა.
საღამოს სამსახურიდან მომავალი fresco
მიას და ნუცას ტკბილეული მოსწონთ, რომლებიც სხვადასხვა ევროპული ქვეყნიდანაა იმპორტირებული და ჩვენი ყოველი ვიზიტი სწორედ ამ ტკბილეულის შეძენით სრულდება. ასეთ სიამოვნებაზე პატარებს უარს ვერ ვეუბნებით.
აღმოვაჩინე "ფრესკო" და მივხვდი, რომ ეს ზუსტად ის ადგილია, სადაც აუცილებლად უნდა წახვიდე, რომ შენთვის სასურველი ყველა ნივთი ერთ სივრცეში შეიძინო, რომ სასიამოვნოდ გაატარო დრო ოჯახთან ერთად. პროდუქტების შეძენის შემდეგ გოგონების საყვარელ გასართობ ცენტრ Madagascar
გასართობი ცენტრი ჩემი მოულოდნელი აღმოჩენაა, - მეგობარმა მირჩია, კინოთეატრ ”რუსთაველში”, ტერიტორიულად ყველაზე მოსახერხებელ ადგილას მდებარეობსო. მას შემდეგ გასართობი ცენტრის ხშირი სტუმრები ვართ. ხშირად არაჩვეულებრივი გამოსავალი გამხდარა უფროსებისთვისაც, როცა სადმე მიგვეჩქარება და ბავშვების დატოვებას ვერავის ვანდობთ, ან მეუღლესთან ერთად კინოთეატრში ფილმის ნახვას ვგეგმავ.
ბავშვები ჩვენს გარეშეც სიამოვნებით ჩერდებიან. განსაკუთრებით, ზამთრის პერიოდში მიყვარს. სიცივეში ქუჩაში გასეირნებას ვერიდებით და Madagascar
გასართობი ცენტრი დილის თერთმეტი საათიდან საღამოს ცხრა საათამდე მუშაობს და დღის ნებისმიერ მონაკვეთში შეგვიძლია ვეწვიოთ. სასიამოვნო მუსიკის ფონზე ბავშვები მათი საყვარელი სასრიალოებით, ლაბირინთებით, ბატუტით და სათამაშო აპარატებით ერთობიან.
აქვე შეუძლიათ მათთვის საყვარელი ბატიბუტი და ჩიპსები შეიძინონ და აკნატუნონ. აქ ყველაფერი ბავშვების ინტერესების გათვალისწინებითაა შექმნილი. დატოვებულ ბავშვებს განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ. ამ მხრივ, სრულიად ვენდობი მათ პროფესიონალიზმს.
შაბათ-კვირას ბავშვებისთვის ეწყობა სხვადასხვა შოუ. მარიონეტები, მხიარული ჯამბაზები და ილუზიონისტები ბავშვებს საუკეთესო ნომრებით ართობენ. სანამ ბავშვები მხიარულობენ, იქვე მოწყობილ მყუდრო კაფეში ფინჯანი ყავა მივირთვით. ახალი წლის დღეებში ცენტრი ბევრ სიურპრიზს გვპირდება და ამ დღეებს გოგონები მოუთმენლად ელიან.
ამჯერად მიას და ნუცას არ ვტოვებთ. თვალს ვადევნებთ მათ ბედნიერ სახეებს და გვიხარია, რომ ჩვენს საყვარელ გოგონებს ასეთი სასიამოვნო წუთებს ვჩუქნით.
გასართობი ცენტრიდან შინ ვბრუნდებით და ბავშვებისთვის დასვენების დრო დგება. პატარებს ლამაზ სიზმრებს ვუსურვებთ და უფროსები ისევ ფუნიკულიორის კომპლექსში ვბრუნდებით.
ამჯერად ლაუნჯ-ბარს ვირჩევთ. ინტერიერში კოკა იგნატოვის შთამბეჭდავი პანო და თბილისის ულამაზესი ხედი არაჩვეულებრივ გარემოს ქმნის. დაუვიწყარი ვახშმისთვის განახლებულ მენიუს ვირჩევთ. ლაუნჯ-ბარში ყველაზე განსხვავებულ და გემრიელ კოქტეილებს გვთავაზობენ. ეს ადგილი კოქტეილების მრავალფეროვნებით გამოირჩევა. მივირთმევთ კოქტეილ ”Chacha Punch”-ს და ჩვენი რომანტიკული ვახშამიც ამ აკორდით სრულდება.
ჟურნალი ”ბომონდი”
(ნოემბრის ნომერი)