მსოფლიოს ცნობილი ბრენდები საშობაოდ ხალხს ორიგინალურად ულოცავენ. ქალის თეთრეულის მარკამ, Viqtoria’s Secret-მა ამჯერადაც არ დაარღვია ტრადიცია და "ანგელოზების" მეშვეობით შობა-ახალი წელი მოგვილოცა.
შარშანდელი ვიდეორგოლი, Viqtoria’s Secret-ის ანგელოზების მონაწილეობით, მართლაც ორიგინალურობით გამოირჩეოდა, რადგან პოდიუმზე გამოსვლის ნაცვლად, მოდელებმა იმღერეს. მართალია, ცოტა არ იყოს, სასაცილოდ, მაგრამ მაინც მონდომებით.
ამჯერად პოდიუმის სექსუალურმა ვარსკვლავებმა მისალოცი სიტყვები გამიქსეს და მართლაც სადღესასწაულო და სახალისო განწყობა შექმნეს.