რიანა უცნაურ "ბიუსტჰალტერში" (+ფოტო) - Marao

რიანა უცნაურ "ბიუსტჰალტერში" (+ფოტო)

2014-01-16 17:50:29+04:00

ბარბადოსელი მომღერალი რიანა კვლავ გაშიშვლდა. ამჯერად 25 წლის მომღერალმა მონაწილეობა მიიღო მოდური ჟურნალის, Vogue Brazil-ის ფოტოსესიაში.

იხილეთ ფოტოგალერეა

გადაღებები კუნძულ ანგრა-დუს-რეისის პლაჟზე მიმდინარეობდა, ფოტოგრაფი მარიანო ვივანკო გახლდათ. სწორედ მისი კამერის წინ მოირგო რირიმ 5 თამამი იმიჯი.

მომღერალმა, რომელიც თავისი სითამამით არის ცნობილი, გადაწყვიტა, "დაეფარა" შიშველი მკერდი – უცნობია მზისგან თუ უცხო თვალისგან და მან მკერდის თავებზე "სკოტჩი" დაიკრო.

ფოტოსესიის შედეგების ნახვა ბრაზილიური Vogue-ის მაისის ნომერში იქნება შესაძლებელი.