ვიქტორია ბექჰემი: "არასოდეს ვიპარსავ ფეხებს"

ვიქტორია ბექჰემი: "არასოდეს ვიპარსავ ფეხებს"
"მე გავრბივარ დღეში ოთხ მილს და არასოდეს ვიპარსავ ფეხებს," – ალბათ არავინ ელოდა ამ სიტყვების ვიქტორია ბექჰემისგან გაგებას, მაგრამ სწორედ ვიკიმ განაცხადა მსგავსი რამ Allure-ისთვის მიცემულ ინტერვიუში. კიდევ რა საიდუმლოებები გაამხილა ვარსკვლავმა?
წარმატებული ბიზნესლედი, სამაგალითო ცოლი და მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მოდური ქალბატონი, ვიქტორია ბექჰემი ხშირად არ იძლევა ინტერვიუებს, მაგრამ მომხიბვლელი დევიდის მეუღლე მარტის Allure-ის სტუმარი გახდა და გულახდილადაც ისაუბრა ინტერვიუში:
"მე არასოდეს ვიპარსავ ფეხებს, - ამბობს ვიკი და დასძენს, - ჩემმა დაქალმა, ევა ლონგორიამ ერთხელ
მირჩია, ლაზერული ეპილაცია მომესინჯა. ეს იყო ჩემს ცხოვრებაში საუკეთესო ბიუთი-რჩევა".




ინტერვიუში ვიქტორია ბექჰემმა ასევე ისაუბრა, როგორ ასწრებს დედობას და საკუთარი თავის მოვლას და რამდენად რეგულარულად არის დაკავებული სპორტით. იმისათვის, რომ ყველაფერი მოასწროს, ვიკი დილის 6 საათზე დგება. ჯანმრთელი ცხოვრების წესი მის გარეგნობაზე აშკარად აისახება: ვიქტორია მართლაც ბრწყინვალედ გამოიყურება.



ასევე, ვიკიმ აღიარა თავისი შეცდომა: ათი წლის წინ მან მთელი სამი ზომით გაიდიდა მკერდი, შემდეგ კი გონს მოეგო და იმისათვის, რომ თავისი ზომა – 34A – დაებრუნებინა, რამდენიმე ოპერაციის გადატანა მოუწია.



39 წლის ვიკი ჟურნალის ყდაზე თავისი საყვარელი მაკიაჟით წარსდგა: Smoky eyes და მუქი წარბები მის თვალებს იდუმალ გამომეტყველებას აძლევდა, nude-ის ტუჩსაცხი კი მის სექსუალურობას უსვამდა ხაზს. სტილისტებმა ვარსკვლავს თმა ჩვეულად დაუყენეს. ერთი სიტყვით, Allure-ის ყდაზე ვიკი ძალიან ბუნებრივად გამოიყურება.

FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 3 /
მარიკა
ვგიჯდები ამ ოჯახზე,ვიქტორიაზე და დევიდზე ხო საერთოდ. უსაყვარლესი ბავშვები ყავთ
21:19 / 12-02-2018
გამოხმაურება / 0 /
ანკა
ლაზერი არა ის გაქვს გაკეთებული, ვიგაც რეკლამას უკეთებს ლაზერს და ვითომ ვიკიც იკეთებს, დავიტანჯე ერთი წელია ორ თვეში ერთხელ ყველაფერზე ვიკეთებ და არანაირი შედეგი არ მაქვს არც დარღვევა, უბრალოდ მაინც ვიპარსავთ და ყოველდგე პარსვას სჯობია ორ თვესი ერთხელ ლაზერს გაუაზლო
18:05 / 23-08-2014
გამოხმაურება / 0 /
ყველა კომენტარი
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
e87a93