ენჯი და მისი ოთხი წლის გოგონა მეიჰემი გამოუსადეგარი ნივთებისგან ცნობილი ქალბატონების ასევე ცნობილი კაბების ასლებს ქმნიან.
დედა-შვილის შემოქმედებითი ტანდემი ქმნილებებისთვის იყენებს ქაღალდს, ფოლგას, ბუმბულებს, მუყაოს, ქსოვილის ნაკუწებს, სასაჩუქრე ყუთებს, ხელსახოცებს, წებოს, ლენტებსა და სხვა უამრავ ნივთს, რაც ხელთ მოხვდება.
"არ დაიჯერებთ, მაგრამ ყველაზე არამოდური ადამიანი ვარ დედამიწაზე. არაფერი გამეგება ფეშენ-ინდუსტრიაში და საერთოდ არ ვიცი კერვა, - აღიარებს დედა. – ჩვენი პროექტის ნახვის შემდეგ ჩემმა დაქალმა შემომთავაზა, კაბების ნამდვილ წარმოებაზე მეფიქრა, მაგრამ მე და ჩემი გოგონა ვფიქრობთ, რომ ქაღალდებისგან უკეთესი კაბები გამოგვდის."
ლუპიტა ნიონგო - Ralph lauren-ის კაბაში "ოქროს გლობუსი-2014"-ის გადაცემის ცერემონიალზე და მეიჰემი - იგივე კაბის ქაღალდის ასლში.
მეიჰემი ქაღალდისა და ფოლგისგან შექმნილ კაბაში და კიმბერლი პერი CMA Awards 2013-ის ცერემონიალზე.
მეიჰემი თავისივე შექმნილ კაბაში და ტეილორ სვიფტი Jenny Packham-ის კაბაში.
კეტი პერის კაბის ასლი, რომელიც მას "გრემი - 2014"-ის ცერემონიალზე ეცვა.
Marchesa-ს კოლექციის კაბა ნიუ-იორკის მოდის კვირეულიდან.
ენჯისა და მეიჰემის კოლექციაში, გარდა ცნობილების კაბებისა, მულტფილმის გმირების სამოსსაც აღმოაჩენთ.