იტალია, მილანი. 1945 წლის 27 აპრილი. ეს ის დღეა, როდესაც იტალიური ფაშიზმის მამა - მუსოლინი შეიპყრეს და თავის საყვარელთან ერთად, ქალაქის ერთ-ერთ მოედანზე დასასჯელად ფეხებით დაკიდეს.
მუსოლინი იტალიას 1920 წლიდან 1945 წლამდე მართავდა. მას დაგეგმილი ჰქონდა შვეიცარიაში გაქცევა, საიდანაც ესპანეთში გადავიდოდა. ის წითელმა პარტიზანებმა დაიჭირეს და მილანში დააბრუნეს.
მილანის მშვიდობიანმა მოსახლეობამ მუსოლინი, თავის თანამზრახველებთან ერთად, საჯაროდ ფეხებით ჩამოკიდა (ფოტოზე მესამეა მარცხნიდან), მათ სახეში აფურთხებდნენ, სცემდნენ და საბოლოოდ დახვრიტეს კიდეც.
1945 წლის დასაწყისში მუსოლინიმ ინტერვიუში თქვა:
" მე წინააღმდეგობის გასაწევად ძალა აღარ მაქვს. მე ვმუშაობ და ვცდილობ, მაგრამ მე ვიცი, რომ ეს ყველაფერი მხოლოდ ფარსია. მე ველი ტრაგედიის დასასრულს და ვეღარ ვგრძნობ თავს მსახიობად. მე ვგრძნობ, რომ უკანასკნელი მაყურებელი ვარ..."