ცნობილ და ექსცენტრიულ მხატვარს, სიურრეალისტს - სალვადორ დალის, საკუთარი პერსონის ფასისა და მნიშვნელობის ხაზგასმა უყვარდა.
ის ძალიან ეშმაკურად იქცეოდა რესტორნების მფლობელებთან მიმართებაში.
მეგობრებთან ერთად, მთელი საღამო ატარებდა დროს სხვადასხვა დაწესებულებებში. უკვეთავდა ყველაზე ძვირფას კერძებსა და სასმელებს, ხოლო როდესაც თანხის გადახდის დრო მოვიდოდა, გამოწერდა ჩეკს და მეორე მხარეზე, იმ კონკრეტული რესტორნის მფლობელის მისამართით, ძალიან თბილ სიტყვებს წერდა. მან იცოდა, რომ რესტორნის მფლობელები ჩეკს არ გაანაღდებდნენ და შეინახავდნენ.
სწორედ ასეც ხდებოდა. ყველამ კარგად იცოდა, რომ დადგებოდა დრო, როდესაც დალის წერილს გაცილებით მაღალი ფასი ექნებოდა, ვიდრე მის მიერ შეკვეთილი მენიუ.
ამიტომაც, მას არ ახდევინებდნენ შეკვეთილი კერძების საფასურს. დალიმ ამ ეშმაკური ხერხის წყალობით საკმაოდ სოლიდური თანხა დაზოგა.
თეა ინასარიძე