"ფოტოსესია პირსახოცებით" - მარიო ტესტინოს ახალი პროექტი ვარსკვლავების მონაწილეობით - Marao

"ფოტოსესია პირსახოცებით" - მარიო ტესტინოს ახალი პროექტი ვარსკვლავების მონაწილეობით

2014-11-19 23:00:25+04:00

ფეშენ-ფოტოგრაფმა მარიო ტესტინომ უცნაური პროექტი შექმნა – ფოტოსერია, სახელწოდებით Towel Series – "სერია პირსახოცებით".

იხილეთ ფოტოგალერეა

გადაღებისთვის შეირჩა ფოტოსესიისთვის უჩვეულო "სამოსი" – თეთრი ხალათები და პირსახოცები.

ამ კრეატიული პროექტისთვის მარიო ტესტინო შთააგონა ელისაბედ ტეილორის ფოტომ, რომელიც 1992 წელს ჰერბ რიცმა გადაიღო. თანამედროვე ფოტოგრაფს ჩანაფიქრის განსახორციელებლად უამრავი ვარსკვლავი და ტოპ-მოდელი სიამოვნებით დათანხმდა. ...და ისინი ფოტოსესიისთვის სააბაზანოდ გამოეწყვნენ.

შედეგად, ფოტოგრაფის პირად "ინსტაგრამზე" უკვე გაჩნდა კადრები ფოტოსესიიდან – ირინა შეიკის, კირა ნაიტლის, ნაომი კემპბელისა და ბევრი სხვა ცნობილი პერსონის ფოტო.

იხილეთ ფოტოგალერეა