მომღერლისგან შიშვლად გამოსვლა და პოზირება გასაკვირი აღარ არის. ალბათ, სწორედ ამიტომაც აირჩია ქალის თეთრეულის ბრენდმა Golden Lady-მ თავის სახედ ეპატაჟური მაილი საირუსი.
იხილეთ ფოტოგალერეა
სარეკლამო რგოლში 21 წლის ვარსკვლავი ტოპლეს თამაშობს გულის ფორმის წითელი ბუშტით, ფონად კი მისივე სიმღერა Get it Right გასდევს. მაილი საირუსი გულის ფორმის ბუშტს სექსუალურად ეალერსება, ბოლოს კი ძირს აგდებს და კადრიდან გადის.
რა თქმა უნდა, მაილიმ ხელიდან არ გაუშვა მომენტი და სარეკლამო ფოტოები სოციალურ ქსელში განათავსა, თან კი დაურთო კომენტარი: "ფეხები მთელი თავისი ხიბლით".
მასალის წყარო: Daily Mail