Pirelli-ს კალენდარი პირველად 1964 წელს გამოსცეს, დღეს ის უკვე დამოუკიდებელ, სოციოკულტურულ პროექტად ითვლება.
იხილეთ ფოტოგალერეა
თავად კომპანია საკუთარ საიტზე კალენდარს ხატს უწოდებს "კომუნიკაციის დარგში".
ჩვეულებრივი, კორპორატიულ-სუვენირული პროდუქციიდან, კალენდარი გადაიქცა, "ექსკლუზიურ პროდუქტად ძლიერი ესთეტიკური და კულტურული იერით". - ამბობენ კალენდრის შემქმნელები.
გადაღებებისთვის Pirelliყოველთვის მსოფლიოს ცნობილ ფოტოგრაფებსა და მოდელებს იწვევს.
კალენდრის გამოცემისთვის კომპანია წელიწადში 2 მილიონ დოლარს ხარჯავს. Pirelli-ს ტოპ-მენეჯერის, ჯოაკიმო დელ ბალცოს თქმით, ეს არ არის დიდი თანხა, რადგან მოდელები, რომლებსაც კალენდარში გამოჩენა დამატებით სახელს სძენს, მცირე ჰონორარზე თანხმდებიან, ხოლო ფოტოგრაფების ჰონორარი 50-60 %-ით ნაკლებია, ვიდრე მათი ანაზღარურება სხვა სამუშაოში.
იხილეთ ფოტოგალერეა
ფოტოგრაფებისთვის კალენდარზე მუშაობა კომფორტულია, რადგან მათ სრული თავისუფლება აქვთ მუშაობის დროს. ტოპ-მენეჯერის თქმით, კალენდრიდან PR-შემოსავალი ყოევლწლიურად 300-350 ათას დოლარად შეიძლება შეფასდეს.
მოდელებს შორის, რომლებსაც სხვადასხვა დროს Pirelli-ს გადაღებებში მიუღიათ მონაწილეობა არიან: ნაომი კემპბელი, სინდი კროუფორდი, კეიტ მოსი, ნადია აურმანი და სხვანი. ხოლო 2007 წლის კალენდარში 73 წლის სოფი ლორენია გადაღებული.
ადრიანა ლიმასთან, ნატალია ვოდიანოვასთან და სხვა ტოპ-მოდელებთან ერთად ახალ, 2015 წლის კალენდარში იხილავთ ყველაზე სრული ფორმების მოდელს კენდის ჰაფინს.
წელს, Pirelli-მ ფოტოგრაფი სტივენ მიზელი მიიწვია გადაღებებზე სამუშაოდ. ფოტოხელოვანის ნამუშევრებს შორის ცნობილია 1992 წელს გამოსული წიგნი "მადონას სექსი".
იხილეთ ფოტოგალერეა