Dolce&Gabbana-მ შემოდგომა-ზამთრის ახალი კოლექცია მილანის მოდი კვირეულზე წარადგინა.
იხილეთ ფოტოგალერეა
კოლექციაში დიზაინერებმა არა მხოლოდ ქალის ტანსაცმლის შექმნის ჩვეული ოსტატობა დაამტკიცეს, არამედ ნამდვილი ოდა დაუდგეს... დედებს.
ბოლო ორი სეზონია დიზაინერები - დომენიკო დოლჩე და სტეფანო გაბანა თავიანთი კოლექციების სარეკლამო კამპანიებში შემთხვევით არ აკეთებდნენ აქცენტს ოჯახურ ურთიერთობებზე. მოხუცებისა და ბავშვების კვალდაკვალ, რომლებიც მონაწილეობას იღებდნენ დიზაინერების ფოტოსესიებში, მოდელიერებმა პოდიუმზე ორსული ქალებიც გამოიყვანეს.
ჩვენთვის ძალიან საამაყოა, რომ ჩვენებაში, პოდიუმის სხვა ვარსკვლავებთან ერთად, ჩვენი თანამემამულე, მშვენიერი თაკო ნაცვლიშვილიც მონაწილეობდა.
იტალიური ბრენდის შემოდგომა-ზამთრის კოლექციას Viva La Mamma ჰქვია. სახელწოდებას, ალბათ, გადათარგმნა არც სჭირდება.
ჩვენებაში ზოგიერთ მოდელს კომპანიონობას მსგავს სამოსში გამოწყობილი პატარა ბავშვები უწევდნენ, ხოლო დიზაინერების მუზა, ლურჯთვალება ბიანკა ბალტი პოდიუმზე ორსული გამოვიდა.
იხილეთ ფოტოგალერეა