ჯინსი – ეს არა მარტო უნივერსალური სამოსია, არამედ ნამდვილი მხსნელი სიტუაციიდან "არაფერი მაქვს ჩასაცმელი".
Skinny თუ "ბოიფრენდები", დახეული თუ მაღალწელიანი – შენი ჯინსი, უფრო სწორად, შენი არჩევანი, ბევრ რამეს ამბობს შენ შესახებ. ამიტომაც თამამად გადავცეთ მას სიტყვა!
Skinny-ჯინსი
საქმიანი ადამიანი ხარ. ყოველთვის დროულად და საუკეთესოდ ასრულებ დავალებას, ზედმეტი სანტიმეტრების გარეშე. შენი ვიწრო ჯინსებიც ასეთივეა – ისინი უბრალოა, მაგრამ მუშაობს.
დახეული ჯინსი
შიგნით, სიღრმეში შენ ძალიან მგრძნობიარე ადამიანი ხარ. მხოლოდ კარგად დახეულმა ჯინსებმა იცის, როგორი თხელი შეიძლება იყოს ძაფი და რა მარტივად შეიძლება გაწყდეს. შენც, მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ მკაცრი იერი გაქვს, შინაგანად ფაქიზი და მგრძნობიარე ხარ.
მაღალწელიანი ჯინსი
შენ ხარ ადამიანი, რომელსაც ყველანაირი პრობლემის გადაწყვეტა შეუძლია. როგორც კი რაიმე სირთულეს ხედავ, მაშინვე შეტევაზე გადადიხარ. ამასთან, არ აქვს მნიშვნელობა, რა საკითხს ეხება ეს პრობლემა – ევერესტის დაპყრობას თუ იმას, როგორ მოასწრო ერთ ღამეში 4 წვეულებაზე მისვლა, ხოლო დილით სამსახურში წასვლა შეძლო.
"მოხარშული" ჯინსი
ოცნებობ წარსულში ცხოვრებაზე, ასე, 60-70-იან წლებში. ჰიპი მოხარშულ ჯინსებში – ეს თავისუფალი სიყვარულის სულია!
შლაქსი ჯინსი
შენთვის სხვისი აზრი არ არსებობს. როგორც ცხოვრებაში, ასევე ჯინსის არჩევისას – არ გაინტერესებს, ვინ რას იფიქრებს შენზე და მიუხედავად მოდის ცვალებადობისა, შენი საყვარელი "შლაქსი" ყოველთვის ამაყად ჰკიდია შენს გარდერობში.
ჯინსის შორტი
ძალიან მომხიბვლელი ხარ და ეს თავადაც კარგად იცი. ასეთი ლამაზი სხეულის ჯინსით დაფარვა საცოდაობა იქნებოდა. ამიტომაც ირჩევ შორტს გამოძენძილი ძაფებით.
ფერადი ჯინსი
ძლიერი ხარ და სხვის აზრზე დამოკიდებული არ ხარ. დიახ, კარგად იცი, რომ ფერადი ჯინსი დიდი ხანია გადავიდა მოდიდან, მაგრამ ის შენ ძალიან გიხდება და გიყვარს. ამიტომაც დარწმუნებული ხარ, რომ სწორ არჩევანს აკეთებ, როცა მას იცვამ.
გადაუმუშავებელი (უხეში) დენიმისგან შეკერილი ჯინსი
მიზნის მისაღწევად მზად ხარ, მსხვერპლზე წახვიდე. უხეში დენიმი (იგივე raw denim) თავიდან უსიამოვნოა ტანზე, მაგრამ შენ მზად ხარ, მოითმინო, რადგან იცი, რომ ეს ჯინსი ძალიან უხდება შენს სხეულს. ასე ხარ ყველაფერში ცხოვრებაში.
დეკორატიული ჯინსი
ყველა წვეულების ვარსკვლავი ხარ. როცა ოთახში შედიხარ, ყველას მზერა შენკენ მოემართება. შენ შეგიძლია მიიქციო ყურადღება ნებისმიერ კომპანიასა თუ სიტუაციაში. სხვა დანარჩენები კი არ იცვამენ თვლებით გაწყობილ ტანსაცმელს მხოლოდ იმიტომ, რომ ეშინიათ განსხვავებულები იყვნენ, ამაში შენ დარწმუნებული ხარ.
ტყავის ჯინსი
შენ – ბოსი ხარ. დიახ, ეს ჯინსი ძალიან ძვირად ღირებულია; დიახ, ის ტყავის არის და დიახაც, ის საოცრად გიხდება. ამიტომაც მას ძალიან ხშირად ჩაიცვამ. ცხოვრებაში ყველანაირ გადაწყვეტილებას თავად იღებ, ყოველგვარი კარნახის გარეშე და ამის შედეგებში გარკვევასაც თავად აპირებ, სხვების დახმარების გარეშე.
დაკერებული ჯინსი
სენტიმენტალური ხარ. არ აქვს მნიშვნელობა, ასეთი იყიდე ეს ჯინსი თუ თავად მიაკერე კონტრასტული დენიმის ნაჭრები, ფაქტია – შენ ნოსტალგიისა და სენტიმენტებისკენ ხარ მიდრეკილი. ხშირად ცდილობ შეინარჩუნო ყველაფერი ისე, "როგორც იყო", უბრალოდ იმიტომ, რომ მზად არ ხარ ცვლილებებისთვის.
ჯინსის კომბინეზონი
შემოქმედებითი და თანამედროვე ქალი ხარ. ტერმინი "ჰიპსერი" იდეალურად დაგახასიათებდა შენ – უნივერსიტეტში ოცნებობდი ავტოსტოპით მოგზაურობაზე, შემდეგ გსურდა საკუთარი არტ-ჟურნალის გამოცემა და საკუთარ ბაღში ბოსტნეულის მოყვანა. თუმცა, ბოლოს აღმოჩნდა, რომ პომიდვრის მაღაზიაში ყიდვა უფრო ადვილია, ვიდრე მისი მოყვანა.
ჯოგერები
ვინმეს სტრესი აქვს? შენ ნამდვილად არა – ყველაფერი ისე გაქვს შენ ირგვლივ მოწყობილი, რომ მაქსიმალურად კომფორტულად იგრძნო თავი. სამოსსაც ამ პრინციპით ირჩევ.
თეთრი ჯინსი
ყველაფერი კონტროლქვეშ გაქვს... არ აქვს მნიშვნელობა, რა მოხდება, დედამიწას დაეცემა მეტეორი, გიგანტური ასტეროიდი გადაგვიფრენს თუ კატები უკანა ფეხებზე დაიწყებენ სიარულს და ლაპარაკს – შენ მზად იქნები ყველაფრისთვის, რადგან ყველაფერი წესრიგში გაქვს, შენს თეთრ ჯინსზე კი არასოდეს არის ლაქა.
ჯინსის მინი-ქვედაბოლო
ძალიან ქალური ხარ. ამაყობ იმით, რომ ქალად გაჩნდი და ყველა დეტალი შენს გარეგნობაში შენს ქალურობას და მომხიბვლელობას უსვამს ხაზს.
შავი ჯინსი
შენთვის მაქსიმალური ეფექტურობაა მნიშვნელოვანი და მრავალფუნქიონალურობა. ეს ყველაფერში აისახება, მათ შორის, ტანსაცმელშიც. შავი ჯინსი მოსახერხებელია, უნივერსალური და ახდუნებს – მეტი რა არის საჭირო?
ჯინსის გრძელი ქვედაბოლო
80-იანი წლების ამერიკული სერიალის გმირი ხარ ან ქანთრის მომღერალი. არა? დარწმუნებული ხარ?