რაც უნდა სწორად ვიკვებოთ და სპორტით დავკავდეთ, ცელულიტისგან დაცული მაინც ვერ ვიქნებით. ოხ, ეს "ფორთოხლის ქერქი!", რომელიც მოსვენებას არ აძლევს უამრავ ქალს, ცნობილებს და მდიდრებსაც კი.
მხოლოდ პირველი შეხედვით ჩანს ასე, თითქოს ვარსკვლავები და ცელულიტი შეუთავსებელი რამ არის. უბრალოდ, ბევრი მათგანი ცელულიტს არ აღიქვამს საუკუნის პრობლემად: მათ უყვართ საკუთარი სხეული მცირე დეფექტების მიუხედავად.
პოსტის გმირებისთვის ზედგამოჭრილია ფრაზა" შეიყვარე შენი სხეული, როგორიც არის". ამ ლამაზმანებს არ რცხვენიათ მცირე დეფექტების და გვაძლევენ რჩევას, თუ როგორ მივუდგეთ ყველაზე გავრცელებულ ქალურ პრობლემას.
1. ანჯელინა ჯოლი
მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ქალს ინტერვიუებში არაერთხელ განუცხადებია, რომ სრულყოფილებისგან შორს არის. მსახიობი არ მალავს, რომ ფილმისთვის "ლარა კროფტი" ზოგიერთ სცენაში მას დუბლიორი ცვლიდა. "ახალგაზრდობაში, როდესაც ვეწეოდი და ალკოჰოლს ვსვამდი, "ფორთოხლის ქერქი" ძალზე შესამჩნევი იყო". ახლა, როდესაც ჯოლი აქტიურ ცხოვრებას ეწევა, სხეულის ფორმა ბევრად გაუუმჯობესდა. მისთვის მცირე ცელულიტი - წვრილმანს წარმოადგენს. ახლა ის ბედნიერი დედა და მოსიყვარულე მეუღლეა.
2. ჯესიკა ალბა
"მოდით, სიმართლეს თვალი გავუსწოროთ - მე ხომ უკვე 14 წლის აღარ ვარ! დიახ, მე მაქვს ცელულიტი. რაც ნაკლებს ეცდებით იდეალისკენ ლტოლვას, მით უფრო მეტი შანსია, ბედნიერი გახდეთ".
3. კიმ კარდაშიანი
"მე მაქვს ცელულიტი, და რა? არასოდეს განმიცხადებია, რომ იდეალური ვარ. სისულელეა იფიქრო, რომ აუცილებელია იდეალური იყო, რადგან ყურადღების ცენტრში ხარ". კიმს უყვარს გემრიელად ჭამა და თვლის, რომ ადამიანი, რომელიც გამუდმებით დიეტას იცავს, ცხოვრებით ვერასოდეს დატკბება.
4. რიზ უიზერსპუნი
ცნობილი ლამაზმანიც ასევე მშვიდად ეკიდება საკუთარი სხეულის არასრულყოფილებას. რიზი აქტიურად არის სპორტით დაკავებული, თუმცა ამტკიცებს: "ზედმეტი სანტიმეტრებისა და კილოგრამების გამო თავს ნამდვილად ვერ მოვიკლავ!".
5.სკარლეტ იოჰანსონი
ტკბილეულობის კიდევ ერთი მოყვარული აცხადებს: "მე ვიცი ჩემი სხეულის დეფექტების შესახებ და ვცდილობ, ხაზი გავუსვა იმას, რაც ნამდვილად ლამაზი მაქვს. ვთვლი, რომ ყველა ქალს გააჩნია რაღაც, რითაც შეუძლია იამაყოს! და სისულელეა ხაზი გაუსვა საკუთარ ნაკლს!".
6.ჯენიფერ ლოპესი
დიახ, ცნობილ დივასაც აქვს ცელულიტი! მომღერალი არ მალავს, რომ უყვარს ფასტ-ფუდი და შოკოლადის ნამცხვრები. კარგი ფორმის შენარჩუნებაში კი მას სპორტულ დარბაზში ვარჯიში და პატარა ნაკლის მიმართ მშვიდი დამოკიდებულება ეხმარება: "უბრალოდ, უნდა შეწყვიტო ჭარბი წონისა და ცელულიტის გამო ნერვიულობა, რის გამოც ქალები მამაკაცების წინაშე კომპლექსდებიან".
7. სანდრა ბალოკი
მომაბეზრებელმა პაპარაცებმა სანდრა ბალოკამდეც მიაღწიეს. მათ ვარსკვლავს "ქერქი" აღმოუჩინეს, რაზეც სანდრამ რეპორტიორებს განუცხადა: "ცელულიტი ყველა ქალს აქვს, მათ შორის, მეც. ეს ჩვეულებრივი ამბავია, რისგანაც რატომღაც უდიდესი პრობლემა შექმნეს".
"ფორთოხლის ქერქი" - ეს ავადმყოფობა კი არა, არამედ მცირე კოსმეტიკური დეფექტია. სწორი, დაბალანსებული კვება, რეგულარული ვარჯიში და მასაჟი დაგეხმარებათ სხეულის ფორმაში მოსაყვანად.
ცელულიტმა არ უნდა დასვას წერტილი საკუთარი თავისადმი სიყვარულზე! პირიქით - ეცადეთ, მოუაროთ სხეულს და მომაბეზრებელ მტერს ბოლოს მოუღებთ.