მუდამ ელეგანტურად რომ გამოიყურებოდეთ, ნურასოდეს შეუხამებთ ერთმანეთს ამ შეუთავსებელ სამოსს და რაც ყველაზე მთავარია, ნუ გამოხვალთ ასე საზოგადოებაში.
მაღალყელიანი ჩექმა და ქვედაკაბა მუხლს ოდნავ ზემოთ
როგორც წესი, ეს სტილი ასე გამოიყურება: ”საოფისე” შავი ქვედაკაბა, მუხლს ოდნავ ზევით ან შუაში (ასეთი ფასონის ქვედაკაბა უკვე ამახინჯებს ფეხებს) და მოტმასნილი ტყავის ჩექმა მუხლამდე. ყოვლად უსახური სტილი გამოდის. ამას დაუმატეთ წვრილი კანის ზოლი (როგორც წესი, ასეთი ჩაცმის სტილთან მანდილოსნები ხორცისფერ კოლგოტს ანიჭებენ უპირატესობას). და თქვენი სხეული გაურკვეველ ფორმას ემსგავსება.
მოკლე ჯინსი/შლაქსი შარვალი და ქუსლიანი ფეხსაცმელი
მოკლე შარვალი ან შარვალი განიერი ძირით ქუსლს უნდა ფარავდეს ასეთი ფასონი ვიზუალურად, ფეხებს რამდენიმე სანტიმეტრით დაგიმოკლებთ და რამდენიმე კილოგრამსაც შეგძენთ.
შავი ”ნავები” და ჰაეროვანი ღია ფერის კაბა
პროვინციალიზმის გამოხატვაა შავი ნავების ჩაცმა ყველა სამოსთან, სადღესასწაულოთი დაწყებული, სპორტულებით დამთავრებული. ჰაეროვან კაბასთან შავი ნავები ”მძიმედ” და დისჰარმონიულად გამოიყურება. თუ მაინცდამაინც გსურთ ჰაეროვან, ღია ფერის კაბასთან შავი ფეხსაცმელი ჩაიცვათ, წვრილთასმიანი ღია, ზაფხულის ფეხსაცმელი შეარჩიეთ.
ტრიკოტაჟის ბოლერო და დანარჩენი ყველაფერი
ნაქსოვი ან ტრიკოტაჟის ბოლერო ეს არის ნივთი, რომელსაც ნებისმიერი სამოსის გაფუჭება შეუძლია. არაფერთან და არასდროს ჩაიცავთ იგი.
ბერეტი და ”დუტის” ქურთუკი
ბერეტი საკმაოდ რთული თავსაბურავია. ახალგაზრდა გოგოსაც კი დეიდა-ქალბატონად აქცევს. და რაც მთავარია, იგი ”დუტის” ქურთუკთან ვერ ”მეგობრობს”. როგორც მოდური შლაპა, იგი შეგიძლიათ პალტოს შეუთავსოთ. ქურთუკს კი უფრო სპორტული სტილის ქუდი მოუხდება.
ფართე ზედა და მინიატიურული ფეხსაცმელი
ყველაზე გავრცელებული შეცდომაა, როცა ქალი თავისუფალ, მოკლე ”ბალახონს” (სხვანაირად მას ვერ უწოდებ) ბოტილიონს უხამებს. ეს უკანასკნელი თავის ფორმით, ფეხს ამოკლებს. ასეთ სამოსს უპირატესობას ”ვაშლის” ტიპის ქალები ანიჭებენ უპირატესობას, რომლებსაც ზედმეტი კილოგრამების დაფარვა სურთ, მაგრამ პირიქით ეფექტს იღებენ, პირდაპირ რომ გითხრათ, ქალი ”ჩუპა-ჩუპს” ემსგავსება.
პალტო და უგი/უნტი
უგი და მით უმეტეს უნტი ქალაქში ჩასაცმელი ფეხსაცმელი არაა. იგი ბაკურიანსა და გუდაურში გამოგადგებათ. ამიტომ ნურასდროს შეუხამებთ ერთმანეთს უგის/უნტის და ელეგანტური პალტოს. თუ ქუჩაში ძალიან ცივა და უგის/უნტის ჩაცმა გაქვთ გადაწყვეტილი, მაშინ პალტოს ნაცვლად ქურთუკი ჩაიცვით.