ხშირად შეგხვედრიათ სუნამოები, რომლებსაც ერთი შეხედვით ნამდვილისგან ვერ გაარჩევთ. მათი ფასიც 2-3-ჯერ ნაკლებია იმათზე, რაც მაღაზიაში იყიდება. რატომ უნდა გადავიხადოთ ზედმეტი, უფიქრია ალბათ ბევრს, მაგრამ შემდეგ ეჭვი გვღრღნის, არის თუ არა ის ორიგინალი. თითქოს წარწერა სწორია, made in France, სურნელიც ნორმალური აქვს... როგორ გავერკვიოთ?
1. ცელოფნის შეფუთვა
სუნამოს სურნელს მაშინვე ვერ შეიგრძნობთ, ამიტომ ვცადოთ, გავერკვიოთ ვიზუალურად
1. ცელოფანი მჭიდროდ უნდა ეკვროდეს ყუთს.
2. ცელოფანი თერმო-მეთოდითაა შემოკრული და არა წებოთი
3. ორიგინალური შეფუთვა მყარი ცელოფნისგან არ კეთდება
2. ყუთი
ყურადღებით შეისწავლეთ პარფიუმის ყუთი. მინიმუმ, რასაც უნდა დააკვირდეთ, წარწერაა. ყალბ სუნამოებზე ხშირად ასოებია გამოტოვებული ან ზედმეტი ასოა.
1. ორიგინალურ სუნამოზე ვერასოდეს ნახავთ წარწერას "parfume", რადგან სწორია " parfum".
2. ყუთზე არა მხოლოდ მწარმოებელი ქვეყანა უნდა იყოს მითითებული, არამედ ისიც, რომ სუნამო დამზადებულია ამ ქვეყანაში, მაგალითად, არა "Italy", არამედ "Made in Italy".
3. ორიგინალის ყუთზე აუცილებლად უნდა იყოს მითითებული ვარგისიანობის ვადა, მწარმოებელი ქვეყანა, შემადგენლობა, მოცულობა.
3. ნიშნები
ორიგინალურ სუნამოზე ეძიეთ შემდეგი ნიშნები:
1. შტრიხ-კოდი, რომლის შემოწმებაც არ გაწყენდათ. უბრალოდ, გადმოტვირთეთ ტელეფონში სპეციალური პროგრამა, რომელიც შტრიხ-კოდებს კითხულობს და უთითებს ადგილს, სადაც ეს შტრიხ-კოდი მიენიჭა. თუ იგი დაემთხვევა წარმოების ადგილს, რომელიც მითითებულია სუნამოზე, ე.ი. ვუწერთ პლუსს, მაგრამ არადამაჯერებელს, რადგან არსებობს ხარისხიანი ყალბი სუნამოებიც.
2. შეხედეთ ნიშანს recycling. იგი მკვეთრი უნდა იყოს.
3. ყუთზე არის ამოტვიფრული რიცხვი. ასეთივე რიცხვი აქვს ორიგინალ ფლაკონს.
4. დამატებითი ინსტრუქცია
ყუთის შიგნით მოთავსებულია დამატებითი ინსტრუქცია, რომლის წყალობითაც ფლაკონი ყუთში არ მოძრაობს.
5. ფერი
თუ თქვენს საყვარელ სუნამოს მკვეთრი ფერი აქვს, შედით მწარმოებლის საიტზე და იხილეთ, თუ როგორ გამოიყურება იგი. თანაც, ორიგინალი სუნამოს ფერები, როგორც წესი, ნაზია.
6. ყურადღება მიაქციეთ ფლაკონის ხუფს
ხუფი იდეალურად სიმეტრიული უნდა იყოს, თუ რა თქმა უნდა, დიზაინერული ჩანაფიქრით მას ასიმეტრიები არ აქვს. აუცილებლად შეიტყვეთ, რა მასალისგან უნდა იყოს დამზადებული ხუფი. მსგავს ინფორმაციას მოიძიებთ პარფიუმის მწარმოებლის ოფიციალურ საიტზე.