სტილი

როგორ განვაახლოთ ძველი, საბჭოთა ავეჯი: 16 არასტანდარტული იდეა სახლის მოდური დეკორისთვის

როგორ განვაახლოთ ძველი, საბჭოთა ავეჯი: 16 არასტანდარტული იდეა სახლის მოდური დეკორისთვის
ძველი ავეჯის დანახვაზე სევდა გვიპყრობს, არადა ახლის შესაძენად ჯერ მზად არ ვართ? გთავაზობთ ავეჯის მარტივად რესტავრირების 15 იდეას, რომლის დახმარებითაც ნებისმიერი ძველმანის ინტერიერის ნამდვილ მშვენებად გადაქცევას შეძლებთ!
მით უმეტეს, რომ ძველად ძალიან გამძლე ავეჯს ამზადებდნენ. ამიტომაც, თუკი მოიშველიებთ ფანტაზიას და მოიმარაგებთ მინიმალურ ხელსაწყოებს, თამამად შეგიძლიათ შეუდგეთ ბებიის დანატოვარი კომოდის რეკონსტრუქციას, რათა იხ კიდევ დიდხანს გემსახუროთ და თვალიც გაახაროს!

როგორ განვაახლოთ ავეჯი


1. ავეჯიდან ძველი ლაკი შეგიძლიათ გასაშპაკლი ელექტროხელსაწყოთი ან ჩვეულებრივი ხელის ასაფხეკით (ე.წ. "შკურკით") მოაცილოთ. შეღებვამდე კი ზედაპირი
უნდა დაგრუნტოთ. შემდეგი გაფორმება კი წინასწარ შერჩეული სტილისტიკით განაგრძეთ.



2. ამოტვიფრული ხე, ჩუქურთმები, ფიგურული დეტალები – ყველაფერი ეს თუკი დაიხვეწება, სახლს ნამდვილ სიმდიდრეს შესძენს!



3. ორნამენტებით კომოდი სულ სხვაგვარად გამოიყურება!



4. მოსაწყენი, უბრალო გარდერობი თავისუფლად შეგიძლიათ გამოაცოცხლოთ ღია ფერებით!



5. აი, ძველი საწერი მაგიდა, როგორ გადაიქცა თანამედროვე სამუშაო კუთხედ.


6. ძალიან საყვარელი ტაბურეტი აგარაკისთვის.


7. გადააქციეთ ძველი რადიოლა სახლის მოდურ აქსესუარად.


8. მაგალითი იმისა, რომ ფერი ბევრ რამეს ცვლის.


9. კონტრასტებზე თამაში.


10. ამ ტუმბოს ახალი დიზაინი ნამდვილად მომხიბვლელია.


11. ახლა ეს ნამდვილად ძვირფასი ნივთია.


12. სააგარაკე ავეჯის მხიარული დიზაინი: ამაღლებს განწყობას!


13. არანაირი ჯადოქრობა...


14. აქ კი ნამდვილმა მხატვარმა იმუშავა.


15. ლამაზი ტულის ნაჭერგადაკრული დასაკეცი, ძველი მაგიდა.



16. ეს ხომ სულ სხვა სავარძელია!


ავეჯის მსგავსი რესტავრირება კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ არ უნდა ვიჩქაროთ ძველი ნივთების გადაყრა. საკმარისია ნივთებს სხვა კუთხით შევხედოთ, რომ ე.წ. ხლამი მოდურ დეკორად გადაიქცევა.

ბეჭდვა
e87a93