სტილი

კაბა და კედები - როგორ შევუხამოთ სწორად ერთმანეთს?

კაბა და კედები - როგორ შევუხამოთ სწორად ერთმანეთს?
მაღალქუსლიან ფეხსაცმელში, რა თქმა უნდა, ელეგანტურად გამოიყურებით, მაგრამ ხშირად მისი ტარება მოუხერხებელია. ამიტომ კაბას შეგიძლიათ კედები და სპორტული ფეხსაცმელი  შეუხამოთ.

უამრავმა ვარსკვლავმა არჩია ასეთი სტილი. მაინც ვის უხდება ასეთ ლუქი? თითქმის ყველას. მთავარია, სწორად შეარჩიოთ კაბისა და სპორტული ფეხსაცმლის მოდელი.

თუ კედების ჩაცმას ოფისში აპირებთ, სქელძირიან, მსუბუქ ფეხსაცმელს მიანიჭეთ უპირატესობა. უმჯობესია, ერთი ტონალობის იყოს.


თუ ტანდაბალი და გამხდარი ქალბატონი ხართ, კაბა და ბოტასი იდეალური დუეტია. მთავარია, თინეიჯერს არ დაემსგავსოთ. ხოლო, თუ ხორცსავსე ხართ, კაბის ფასონი
სწორად უნდა შეარჩიოთ.

ნუ დაგავიწყდებათ, რომ სპორტული ფეხსაცმელი ვიზუალურად ამოკლებს ფეხებს. თუ ასაკში ხართ, მაქსიმალური ყურადღებით შეარჩიეთ ელეგანტური და ქალური მოდელები.


ბოტასები მხოლოდ ვარჯიშის დროს არ უნდა გეცვათ. ის იდეალურად გამოიყურება ჯინსის ან ტყავის ქვედაბოლოსთან. ტოპის არჩევისას უპირატესობა მიანიჭეთ ბლუზებს, თხელ პულოვერს ან ერთი ტონის მაისურს.

ჯინსის კაბას იდეალურად უხდება მაღალძირიანი კედები, ტანზე მომდგარ მინი ან მაქსი-კაბას - დაბალძირიანები. გრძელ კაბას იდეალურად დააბოლოებს შლაპა ან ორიგინალური ნაჭრის თავსაბურავი.


რომანტიკული იერის შესაქმნელად ჰაეროვან კაბას მაქსიმალურად ღია, დაბალძირიანი კედი შეუხამეთ, ყვავილების პრინტით ან მაქმანებიანი.
თავისუფალი მინი-კაბა და კედები წვეულებაზეც იდეალურად გამოიყურება.

კედი და ბოტასი უხდება მკვეთრი ფერის, დაპრინტულ სამოსს.


მართალია, საქმიან შეხვედრაზე ბოტასებს ვერ ჩაიცვამთ, თუმცა, თუ არაკლასიკურ პიჯაკს, მინი-კაბას და ერთი ტონის კედებს შეუხამებთ ერთმანეთს, თქვენზე ორიგინალური არავინ იქნება.


დაბოლოს, საღამოს კაბებიც კი იდეალურად გამოიყურება კედებთან ერთად. ასე ხომ ვარსკვალავებიც იმოსებიან.
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30
e87a93