წლის მთავარი კინომოვლენა ვენეციის 73-ე კინოფესტივალი სტარტს იღებს. ”ოქროს ლომისთვის” ამჯერად 20 ფილმი იბრძოლებს. ევროპაში ერთ-ერთი უძველესი კინოფესტივალის ჟიურის წევრი - სემ მენდესი გახლავთ, საკულტო ფილმის, "სილამაზე ამერიკულად" შემქმნელი.
მასთან ერთად ფილმებს შეაფასებენ კიარა მასტროიანი, ჯემ არტერტონი, ლორი ანდერსონი, ნინა ჰოსი და ჩჟაო ვეი.
ფესტივალს დემიე შაზალას ახალი ნამუშევარი ხსნის, რომელში მონაწილეობას ემა სტოუნი და რაინომ გოსლინგი იღებენ. ორგანიზატორები ეფექტურ გახსნას გვპირდებიან წითელ ხალიჩაზე, სადაც ჟიურის ამერიკელი და ევროპელი ვარსკვლავები შეუერთდებიან. მათ შორისაა ემა სტოუნი, ბარბარა პალვინი, ბიანკა ბალტი, ჯერემი აირონი და ბევრი სხვა. ჩვენ ყველაზე დაუვიწყარ ლუქებს წარმოგიდგენთ ვენეციის 73-ე კინოფესტივალიდან.იხილეთ ფოტოგალერეა