სტილი

როგორ ჩავიცვათ, რომ მოხდენილად გამოვიყურებოდეთ

როგორ ჩავიცვათ, რომ მოხდენილად გამოვიყურებოდეთ
სწორად შერჩეული სამოსი და აქსესუარები საშუალებას მოგცემთ 5 კილოთი ნაკლები გამოჩნდეთ.


სწორად შეარჩიეთ ზომა

одежда
სამოსი იდეალურად უნდა გეცვათ და არ უნდა იყოს არც ფართხუნა, არც ზედმეტად მოტმასნული. თუ არ გაისინჯავთ, ისე სამოსი არ შეიძინოთ. თუმცა, უმჯობესია, ერთი ზომით დიდი იყიდოთ და მერე სხეულზე მკერავის დახმარებით მოირგოთ. სწორად შეარჩიეთ ბიუსტჰალტერიც, რათა არ გამოიწვიოს სხეულის დეფორმირება.

გასახდომი თეთრეული
талия
მას შეუძლია სხეული რამდენიმე სანტიმეტრით გაათხელოს, სხეულს ლამაზი ფორმები გამოუკვეთოს. თუმცა, აქაც უნდა გაითვალისწინოთ თქვენი ზომა, პატარამ შეიძლება შინაგანი
ორგანოების მუშაობის შეფერხება გამოიწვიოს.

სწორი სიგრძე
стройнее
შარვალმა და ჯინსმა უნდა დაფაროს კოჭი. თავისუფალი ფორმის შარვალმა _ ფეხსაცმლის ქუსლის ნახევარი. უპირატესობა მიანიჭეთ მუქი ფერის შარვალს, რომელსაც ტოტები ძირისკენ უვიწროვდება. კლასიკური ქვედაკაბა უნდა იყოს მუხლს ან ოდნავ ქვემოთ, ან ოდნავ ზემოთ. მოერიდეთ ბრიჯი-კაპრის ჩაცმას, აგრეთვე, უფორმო შორტის, ქვედაკაბის, რომელიც წვივის ნახევრამდე ჩამოდის.

წელი
джинсы
მუქი ფერის შარვალი ან ვიწრო ჯინსი მაღალი წელით ვიზუალურად აგრძელებს ფეხებს. განსაკუთრებით, თუ მაისურს ან პერანგს შარვალში ჩაიტანთ. მოერიდეთ დაბალწელიანი შარვლების ჩაცმას.

სწორად შერჩეული აქსესუარი
обувь
მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი ვიზუალურად ალამაზებს ფეხის ფორმას. ხოლო თუ უპირატესობას ხორცისფერ, წვეტიან ფეხსაცმელს მიანიჭებთ, ის კიდევ უფრო `დაგიგრძელებთ~ ფეხებს. თუ გსურთ მაღალი გამოჩნდეთ, გაიკეთეთ გრძელი კოლიე ან საყურეები - ისინი ვერტიკალურად დააგრძელებენ თქვენს სხეულს.

ერთ ფერში
монохром
ყველამ იცის, რომ შავ სამოსში სხეული უფრო ელეგანტურად გამოიყურება. თუმცა, მხოლოდ შავზე ნუ შეაჩერებთ ყურადღებას. მუქი მწვანე ბორდოსფერი, ან ლურჯიც შეგიძლიათ ჩაიცვათ.

სილუეტი
силуэт
მომდგარი ზედა და ფართე ქვედა კაბა კიდევ უფრო გაგიმსხვილებთ გვერდებს. მაგრამ თუ მაინც ასეთი კაბის ჩაცმა გსურთ, მისი სიგრძე მუხლს ზემოთ უნდა იყოს.

ქამარი
ремень
ფართე პერანგებისა და კაბებისთვის წვრილი ქამარი გამოგადგებათ. ფართე _ კიდევ სიმაღლეს `შეგიჭამთ".

დაივიწყეთ დიდი ჩანთები
сумка
თუ ბაზარში არ მიდიხართ, უპირატესობა პატარა ზომი ჩანთებს მიანიჭეთ.

აკონტროლეთ სახელოს სიგრძე
рукав
სახელოს იდეალური სიგრძეა 3/4. იგი ვიზუალურად ათხელებს და აგრძელებს ხელებს.

პრინტი
полосы
ცნობილია, რომ ვერტიკალური ზოლები ათხელებს და ამაღლებს, ჰორიზონტალური _ ასუქებს. მაგრამ, თუ ვიწრო მხრები და პატარა მკერდი გაქვთ, უპირატესობა ჰორიზონტალურ ხაზებს მიანიჭეთ. ამასთანავე, დიაგონალი კიდევ უფრო გამოკვეთავს წელს.

ზამთრის სამოსი
холод
სიცივე არ ნიშნავს, რომ სილამაზეს უნდა დაემშვიდობოთ. უმჯობესია, ქურთუკის და პალტოც წელში გამოყვანილი და არა უფორმო გეცვათ. მათი სიგრძე უნდა იყოს: თეძოს შუამდე ან მუხლიდან 5-7 სმ ზევით.

FaceBook ბეჭდვა
ტეგები:
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
252627282930 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
e87a93