ყოველდღიური გარდერობის შედგენისას დეტალურად ვარჩევთ სამოსს, მაგრამ გაქვთ კი ჯინსის პერანგი, ყველაზე დემოკრატიული სამოსი, რომელიც ყოველი მოდური ჩვენების ჰიტია?..
შეიძლება მასზე იმიტომ ამბობთ უარს, რომ არ იცით, რასთან ჩაიცვათ. ჩვენ დაგეხმარებით სტილის სწორად შერჩევაში.
რას უნდა მიაქციოთ ყურადღება ჯინსის პერანგის ყიდვისას? რა თქმა უნდა, ქსოვილს. გააჩნია სეზონს, ზაფხულს, რა თქმა უნდა, თხელი დენიმი შეესაბამება, გაცილებით მყარი ცივი პერიოდისთვის. ერთადერთი, რასაც უნდა ერიდოთ, პერანგი ძალიან თბილ არ უნდა იყოს. ასე ის უფრო ჯინსის ქურთუკს დაემსგავსება, ვიდრე პერანგს. მეორე ვარიანტი - ფერი. ის თქვენი სურვილით უნდა შეარჩიოთ და მესამე - მოდელი. ჯინსის პერანგი შეიძლება იყოს: ფართო, ვიწრო, დამოკლებული სახელოებით.
თუ ნაქარგიანი ჯინსის პერანგის ყიდვას აპირებთ, ისეთი შეარჩიეთ, რომელიც ზედმეტად არ გამოირჩევა თქვენი გარდერობიდან.
გამხდარ გოგონებს მოუხდებათ oversize. სრულმა ქალბატონებმა კი მამაკაცური ტიპის პერანგები უნდა ჩაიცვან. დამოკლებული ვარიანტი ვიწროწელიან გოგონებს მოეწონებათ.
რასთან ერთად უნდა ჩაიცვათ ჯინსი
ეს შეიძლება იყოს ჯინსისვე შორტი, ქვედაკაბა, შარვალი. მთავარია, ფერები შეახამოთ სწორად. მუქი ფერისას ნუ იყიდით, უპირატესობა ”ომბრეს”, ღია ფერისას, კომბინირებულს - ღია და მუქი ფერი - მიანიჭეთ.
მსუბუქ შორტსა და ჰაეროვან ქვედაკაბას ტანზე მომდგარი, ღია ფერის პერანგი მოუხდება. ბოიფრენდის ფორმის შარვალი თავისუფალი სტილის პერანგთან აბსურდულად გამოჩნდება. გახსოვდეთ, თავისუფალი უნდა იყოს ჩაცმულობის ერთი ნაწილი.
ცალკე თემაა - პერანგის სიგრძე. აქსესუარებიდან: ქამარი კოლიე, სამაჯურები. თუ პერანგი თეძოზე დაბლა სიგრძისაა, ის სკინი ჯინსზე ან ლეგინსებზე უნდა ჩაიცვათ. მოკლე პერანგი შორტებსა და მოკლე ქვედაკაბას მოუხდება.
ყველა ღილზე შეკრულ პერანგს ელეგანტური კოლიე მოუხდება, რითაც საქმიან სტილს შექმნით, ხოლო წელზე შეკრული ქამარი კი - ჰაეროვანს.
ჯინსის იდეალური სტილია:
პერანგი + შარვალი - მთავარია, წესი დაიცვათ, ფართო უნდა იყოს ერთ ნაწილი. გამოიყენეთ აქსესუარები: შარფი, კოლიე, ქამარი.
შორტი + პერანგი - პერანგი შეგიძლიათ ჩაიტანოთ შორტში, ტოპზე მოსაცმელივით გამოიყენოთ. ფეხსაცმლიდან უპირატესობა მიანიჭეთ: სანდლებს, კედებს...
კაბა + პერანგი - იდეალურად ეხამება კაბას, როგორც მოსაცმელი (მინი-კაბასაც) და ფართო, ქანთრი სტილის კაბას. გამოიყენეთ მკვეთრი ფერის აქსესუარები. შეარჩიეთ მოსახერხებელი (სპორტული სტილის) ფეხსაცმელი და დიდი ზომის ჩანთა.
პერანგი + ქვედაკაბა - ნებისმიერი სტილის ქვედაკაბას უხდება, მაგრამ აქაც უნდა დაიცვათ ზემოთქმული წესი. საქმიანი შეხვედრისთვის ჩაიცვით ტანზე მომდგარი ჯინსის პერანგი სწორ ქვედაკაბასთან. ფეხსაცმელი ”ნავები” და კოსტიუმი იდეალურად დაასრულებს სტილს. მაქსი სიგრძის პერანგი ჰაეროვან სტილს შექმნის, თუ წელს გამოკვეთავთ.
როგორც ხედავთ, ჯინსის პერანგის ადგილიც მოიძებნა გარდერობში. მცირე ფანტაზია და იგი თქვენი საყვარელი სამოსი გახდება.