8 შესანიშნავი იდეა, როგორ ვატაროთ შარფი მოდურად და ორიგინალურად - Marao

8 შესანიშნავი იდეა, როგორ ვატაროთ შარფი მოდურად და ორიგინალურად

2018-11-22 12:26:30+04:00

შემოდგომა - წელიწადის ის შესანიშნავი დროა, როდესაც სურვილი გიჩნდება, შეიფუთო თბილ ტანსაცმელში, სასიამოვნო საუბრები გააბა და იოცნებო თავგადასავლებზე.

დღეს შემოგთავაზებთ მარტივ საიდუმლოებებს, რომლებიც თქვენს საშემოდგომო გარდერობს მრავალფეროვნებას შემატებს.

როგორ ვატაროთ შარფი ლამაზად

შარფი-კოლიე უამრავი ქალისთვის სიახლეს არ წარმოადგენს. გარდერობის ეს ელემენტი ყველაზე მოსაწყენ სამოსსაც გაახალისებს.

как пользоваться аэрозольной краской

გრძელი პალანტინი ძალიან მოუხდებათ გოგონებს, რომლებიც მუდამ იყინებიან.

как пользоваться аэрозольной краской

ძალიან მოდურად გამოიყურება საშემოდგომო პალტოს ან ქურთუკის ქამარში ჩატანებული პალანტინი. შემოიხვიეთ პალანტინი ლაბადაზე ამგვარად და დაიცავით თავი ცუდი ამინდისგან.

как пользоваться аэрозольной краской

გამოიყენეთ დამატებითი აქსესუარები პალანტინის ან შარფის დასამაგრებლად.

вторая жизнь вещей своими руками

ცოტაოდენი ვარჯიში მოგიწევთ, შარფზე მსგავსი ნაწნავის გაკეთება რომ ისწავლოთ.

как пользоваться аэрозольной краской

ასევე, უჩვეულოდ გამოიყურება თბილი შარფისგან შეკრული ბაფთა.

вторая жизнь вещей своими руками

შარფის შემოხვევის კიდევ ერთი შესანიშნავი ხერხი მცივანებისთვის.

вторая жизнь вещей своими руками

ასევე, პალანტინი შეგიძლიათ ჩალმად აქციოთ. ასეთი თავსაბურავი უჩვეულოდ და ლამაზად გამოიყურება.

вторая жизнь вещей дизайн