სტილი

10 ნივთი, რომელიც არასდროს გადავა მოდიდან

10 ნივთი, რომელიც არასდროს გადავა მოდიდან
ადამიანებს განსხვავებული გემოვნება აქვთ და ყველა საკუთარი სტილით იმოსება, მაგრამ არსებობს ნივთები, რომლებიც არასდროს გამოვა მოდიდან.
1. კედი Converse
Кеды Converse
1917 წელს დაიწყეს მისი გამოშვება.
კალათბურთელ ჩარლზ ტეილორის საყვარელი ფეხსაცმელი იყო. მოგვიანებით, ფირმამ მოდელად აიყვანა. 1923 წელს კედებზე ტეილორის ხელწერა დაემატა და დღემდე ასე გამოდის.
1940-იანი წლების ყველაზე პოპულარული საკალათბურთო მოდელია, მიუხედავად იმისა, რომ ხალხი კალათბურთის თამაშისთვის არ ყიდულობს.
სტალონეს აცვია ფილმში "როკი", რამდენიმე ვარჯიშის სცენაში.
ბრიტანული როკ-ჯგუფის, Sex Pistols-ის  წევრებს 70-იან წლებში კონცერტებზე ეცვათ.
2003 წელს Nike-მა შეიძინა.
2. სამხედრო ქამარი
Армейский пояс
მილიტარის სტილის მოდური აქსესუარია. საინტერესოა, რომ თუ მას თხელი გოგონა გაიკეთებს, დახვეწილობას გამოკვეთს, ხოლო თუ მამაკაცი, მამაკაცურობას მიანიჭებს. სამხედრო ქამარი ადრე მხოლოდ ჯარისკაცებს ეკეთათ, დღეს კი მოდური აქსესუარია.
3. ლურჯი პიჯაკი
Синий пиджак
იდეალურად გამოიყურება როგორც სპორტულ, ისე კლასიკურ ჩაცმულობასთან. თუმცა, არის ადგილი, სადაც მას ვერ ჩაიცვამთ - დაკრძალვაზე და black და white tie დრეს-კოდზე. 
4. Ray Ban-ის მზის სათვალე
Солнечные очки Ray Ban
1937 წელს ამერიკელი სამხედრო მფრინავების თვალების დასაცავად შეიქმნა. სწორედ მაგიტომ ჰქვია მათ პირველ მოდელს Ray Ban aviators-ი.
60-იან წლებში მომდევნო მოდელები გახდა: Wayfarers და Balorama 
1999 წელს Luxottica Group-მა Ray Ban-ის ფირმა 1,2 მლრდ დოლარად იყიდა. 

5. სპორტული ქურთუკი
Серая спортивная толстовка
სპორტული ქურთუკი, ან როგორც მას ხშირად უწოდებენ - ”ჰუდი” ან ”სვიტშოტი” ყველა გარდერობის უნივერსალური ელემენტია. 

6. მაჯის საათი
Наручные часы
1571 წელს რობერტ დადლიმ (გრაფი ლესტერი) ინგლისის დედოფალს, ელისაბედ პირველს სამაჯურიანი საათი მიართვა. მე-19 საუკუნის ბოლოს მაჯის საათის ტარება სამხედროებმა დაიწყეს (მანამდე საათს ჯიბით ატარებდნენ). უცნობია, რომელმა ფირმამ დაიწყო მე-20 საუკუნეში პირველმა მაჯის საათების წარმოება. 

7. ჯინსი Levi's  
Джинсы Levi's
”დენიმი” ფრანგული სიტყვაა და ჯინსის მკვრივ ქსოვილს ნიშნავს. მეთექვსმეტე საუკუნეში ქალაქ ნიმში აბრეშუმისა და შალის ქსოვილის წარმოება დაიწყეს, რომელსაც "სერგე დე ნიმეს" (დენიმ) ეძახდნენ. "ჯინსის" შექმნას გერმანელ ემიგრანტს, ლივაი სტრაუს უნდა ვუმადლოდეთ. მისი წყალობით ნახევარ საუკუნეზე მეტია ჯინსი ყველა ადამიანის გარდერობში ჰკიდია. 

8. ტყავის ქურთუკი
Кожаная куртка
პირველი მსოფლიო ომის დროს ტყავის ქურთუკები სპეციალურად ავიატორ-გამანადგურებლებისთვის შეკერეს. ომის შემდეგ იგი თაობების საყვარელ ქურთუკად იქცა. 
9. ყელიანი ფეხსაცმელი Timberland
Ботинки Timberland
ამერიკული ფეხსაცმლის კომპანია 1952 წელს შეიქმნა.
თავდაპირველად მას Abington ერქვა.
1978 წლიდან დღევანდელი სახელით გამოდის.
1985 წელს კომპანიამ მილიონი წყვილი ფეხსაცმელი გაყიდა.
მისი პოპულარულობა სამჯერ გაიზარდა, როცა ყელიანი ფეხსაცმელების ჩაცმა რეპერებმა დაიწყეს.
Timberland-ები სპეციალურად იკერება შაკილ ონილისთვის, რადგან მისი ფეხის ზომა 57 სმ-ია. 

10. თეთრი პერანგი
Белая рубашка
გარდერობის ბაზური სამოსია. მიუხედავად იმისა, რომ მამაკაცური გარდერობიდანაა აღებული, ქალურ თარგზე მოჭრილი უკეთესად - ელეგანტურად და მოდურად გამოიყურება.

FaceBook ბეჭდვა
ტეგები:
კომენტარები / 1 /
სამი
ლურჯ პიჯაკზე და სამხედრო ქაარზე არ ვიცოდი და დანარჩენი კი
04:45 / 19-10-2016
გამოხმაურება / 0 /
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
e87a93