დიდი ხნის განმავლობაში მიღებული იყო, რომ შედარებით ჭარბი წონის ქალებს შარვლები უხდებათ, ქვედა ბოლო კი მათ ნაკლს უსვამს ხაზს. ეს კი არასწორია, რადგან ზუსტად რომ სწორად შერჩეულ ქვედა ბოლოს შეუძლია სხეული უფრო ლამაზი გამოაჩინოს და დამალოს ზედმეტი კილოგრამები.
სწორი სიგრძე
როდესაც ფიგურის გარკვეული ნაწილების დამალვა გინდათ, აუცილებელია ქვედა ბოლოს სიგრძე სწორად შეარჩიოთ. ამ შეთხვევაში უარი თქვით ზედმეტად მოკლე მოდელებზე.
სწორი ნაჭერი
აუცილებლად შეარჩიეთ ის ნაჭერი, რომელიც არ გაუსვამს ხაზს თქვენს ნაკლებს და პირიქით, მათ დამალვაში დაგეხმარებათ.
პრინტები
სავსე სხეულის მქონე ქალებისთვის აუცილებელია ქვედაბოლოს პრინტი სწორად იყოს შერჩეული. აჯობებს, თუ ერთ ფერში გადაწყვეტილ მოდელს შეარჩევთ, მაგალითად ნაცრისფერი, შავი, ან მუქი ყავისფერი, მაგრამ თუ მაინცდამაინც გინდათ ნაჭერზე პრინტები იყოს, ეცადეთ პატარა ზომის ნახატები შეარჩიოთ. იხილეთ სრულად beaumonde.ge-ზე