ქერა თმა იაფფასიანად და ვულგარულად რომ არ გამოიყურებოდეს, აირჩიეთ ღია ტონის მოდური ელფერები, რომლებიც მომავალ წელს სუპერმოდური იქნება.
1. თაფლისფერი ბრონდირება
თუ ბუნებრივად ქერა არ ხართ, გაითვალისწინეთ, რომ მომავალ წელს ბრონდირება ნაკლებად რადიკალური იქნება და მოდური პარიკმახერები გვირჩევენ, ძირები ღია ხორბლისფერის ნაცვლად თაფლისფრად შევიღებოთ.{{ArticleSplitCont}}
2. სპილენძისფერი ბალიაჟი
იგივე ისტორიაა ბალიაჟთანაც: თმის გაღიავებული ნაწილების შეღებვა მოდურია სპილენძის და ბრონზისფრად, რაც უფრო ბუნებრივ ეფექტს ქმნის და თმას ვიზუალურ ეფექტს აძლევს.{{ArticleSplitCont}}
3. ქარვისფერი ბლონდი
შესანიშნავი ვარიანტია ნატურალური ღია ფერის თმის მფლობელებისთვის: ასე თმას თბილ ტონებს შემატებთ.{{ArticleSplitCont}}
4. ოქროს ბლონდი
თუ ბუნებრივი ქერა ხართ, უბრალოდ, გაიკეთეთ მსუბუქი ტონირება და თმას თბილი ოქროსფერი ელფერი შესძინეთ. სუპერმოდურია!{{ArticleSplitCont}}
5. ნაღებისფერი ბლონდი
ყველაზე ღია ბლონდიც კი კარგავს მომავალ წელს ცივ პლატინისფერ ელფერს და თბილ ნაღებისფერს იძენს.