"კარე" მუდამ მოდაშია. იცით თუ არა საიდუმლოებები, თუ როგორ უნდა აქციოთ უბრალო ვარცხნილობა სადღესასწაულოდ? ამ საიდუმლოებებს Wella Professionals-ის სტილისტი მარიანა რიძანიჩი გვიზიარებს.
იდეალური "კარეს" 5 წესი

1. ეს ვარცხნილობა იდეალურად გამოიყურება ჯანმრთელ და სქელ თმაზე.
2. სეზონის ჰიტია სწორკუთხოვანი კარე.
3. მინიმალური სიგრძე - ნიკაპამდე, მაქსიმალური - ლავიწებიდან 5 სანტიმეტრით დაბლა.
4. კონსერვატორები უპირატესობას გასწორებულ კარეს ანიჭებენ; რომანტიკული ბუნების მანდილოსნები - ხვეულ თმას.
5. undone beauty ვარცხნილობა მოდურ წვეულებაზეც ორიგინალურად გამოიყურებს და ყოველდღიურ ცხოვრებაშიც.
"კარეს" სახეობები

ვის მოუხდება: მაღალშუბლიან გოგონებს, ჩამოგრძელებული ოვალური სახით. წინამო ("ჩოლკა") ყველაფერს დაფარავს.
როგორ დაიყენოთ: მარტივად. ნამიან თმაზე ტექსტურის შესანარჩუნებელი სპრეი შეისხით, გაიშრეთ ქაოსური მიმართულებით.

ვის მოუხდება: თხელი თმის მფლობელებს. სხვადასხვა სიგრძის, ტალღოვანი თმა ვარცხნილობას უფრო მასიურს გახდის.
როგორ დაიყენოთ: როგორც გაგეხარდებათ. უმჯობესია, "ჰოლივუდური ტალღები" გაიკეთოთ. იხილეთ სრულად