ხარისხიანი ფეხსაცმლის შერჩევა საპასუხისმგებლო და შრომატევადი პროცესია. ზოგიერთი ქალი მხოლოდ ბრენდულ ფეხსაცმელს ირჩევს და ევროპულ ხარისხს ენდობა, მაგრამ ამართლებს კი ხერხი საშუალებას? ჩვენ ყველა კითხვაზე გაგცემთ პასუხს.
როგორ შევარჩიოთ ფეხსაცმელი სწორად
მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი
როდესაც მაღალქუსლიან ფეხსაცმელს ირჩევთ, პირველ რიგში, ყურადღება მოსახერხებულობაზე უნდა გაამახვილოთ, რადგან ეს მოდელი სილამაზეზე უფრო არის ორიენტირებული. არავითარ შემთხვევაში არ შეიძინოთ პრიალალანჩიანი ფეხსაცმელი - ეს მხოლოდ ფოტოსესიებისთვის გამოდგება. ფეხსაცმელი ტყავის უნდა იყოს.
ასევე, ყურადღება მიაქციეთ დეტალებს, შესრულებას, ნაკერებს. გახსოვდეთ, რომ ხარისხიანი მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი მსუბუქია.
ჩექმა
ყველაზე დიდხანს ტყავის ჩექმა გაგიძლებთ, რადგან სწორედ ტყავი უძლებს საუკეთესოდ ტემპერატურის ცვალებადობას. ფეხსაცმელს მძაფრი სუნი არ უნდა ჰქონდეს. შეამოწმეთ სუპინატორი - დადგით ჩექმა სწორ ზედაპირზე და დააჭირეთ ძირს ცენტრში. თუ ქუსლი უკან იწევა - ე.ი. სუპინატორი უხარისხოა. ნაკერებს აქაც დიდი მნიშვნელობა აქვს - სწორი და ნაოჭების გარეშე უნდა იყოს.
რეზინის ჩექმა, ბოტი
რეზინის ჩექმის ზედაპირი უზადო უნდა იყოს. თუ მასზე უკვე ჩანს ნაკაწრები და ნაოჭები, ნუ შეიძენთ ასეთ ფეხსაცმელს.
ჩექმის ძირი არ უნდა სრიალებდეს, სხვაგვარად, პირველივე ყინვაში არ აგცდებათ დაცემა და ტრავმირება.
სპორტული ფეხსაცმელი
არ აქვს მნიშვნელობა, რა მიზნით ყიდულობთ სპორტულ ფეხსაცმელს, ნებისმიერ შემთხვევაში ის ხარისხიანი და მყარი უნდა იყოს. სიმყარეზე შესამოწმებლად, ფეხსაცმლის ძირი გაღუნეთ ზემოთ და ქვემოთ. დააკვირდით გაღუნვის ადგილს - იგი ცენტრში არ უნდა იყოს - უფრო თითებისკენ.
ასევე შეამოწმეთ ნაკერები სისწორეზე, არ უნდა ჩანდეს არსად წებო და სინთეტიკის სუნი არ უნდა ასდიოდეს.