ალბათ, საინტერესოა შეიტყოთ ისეთი ადგილის შესახებ, სადაც მისულს დაგხვდებათ პროფესიონალების გუნდი, არაჩვეულებრივი გარემო და შესაძლებლობა, რომ თქვენი ყოველდღიურობა დაუვიწყარ კომფორტად გადააქციოთ.
დიახ, ძვირფასო მკითხველო, მე გესაუბრებით ავეჯის სალონ "კლასიკაზე", ადგილზე, სადაც გემოვნების, ფასებისა და ხარისხის სინთეზი სასიამოვნო შეგრძნებებს მოგგვრით და რაც მთავარია, თქვენს მოთხოვნებს, რომლებიც კომფორტის შექმნისთვის აუცილებელ პირობებად მიგაჩნიათ, სრულად დაგიკმაყოფილებთ.
ამერიკა, იტალია, ესპანეთი, გერმანია და საფრანგეთი იმ ქვეყნების მცირე ჩამონათვალია, სადაც იწარმოება ავეჯი და აქსესუარები, რომლებსაც ავეჯის სალონი "კლასიკა" თავის 4 ფილიალში გთავაზობთ. ზემოაღნიშნულ ქვეყნებთან გრძელვადიანი ურთიერთობის გამოცდილება მარტივი შესამჩნევია ფილიალში მისული დამკვეთებისთვის, რამეთუ წარმოდგენილი თითოეული ნივთი ხაზს უსვამს მრავალწლიან გამოცდილებას, რომელიც უპირობო გარანტია ნებისმიერი გემოვნების ადამიანის დასაკმაყოფილებლად.
ეკოლოგიურად სუფთა პროდუქცია, კომფორტის გარდა, ჯანსაღი გარემოს შექმნაში დაგეხმარებათ თქვენს სახლსა და ეზოებში; დახვეწილი აქსესუარები ინტერიერისათვის, ბროლის ჭაღები, თანამედროვე მხატვრების მიერ შექმნილი ტილოები, თეთრეული საძინებლებისათვის და სხვა უამრავი რამ, რომელსაც შეხვდებით, ნამდვილად აღტაცებაში მოგიყვანთ. ნებისმიერ კლიმატზე მორგებული ექსტერიერის ავეჯი, რომელზეც 21-ე საუკუნის ინოვაციურობა მკაფიოდ არის აღბეჭდილი, სასიამოვნოდ გაკვირვებულს დაგტოვებთ, ხოლო ორთოპედიული, ერგონომიული და ექსკლუზიური მატრასები, რომელთა უმეტესობაც სპეციალურად "კლასიკისათვის" იწარმოება, თქვენი მშვიდი, ჯანსაღი ძილის შეუცვლელი ატრიბუტი გახდება.
კითხვაზე, რატომ უნდა აირჩიოს პოტენციურმა მყიდველმა ავეჯის სალონი "კლასიკა", ჩვენი რესპონდენტი, "პანორამას" ფილიალის მენეჯერი შემდეგნაირად გვპასუხობს: "ჩვენთან მოსულ ნებისმიერ ადამიანს მოემსახურება უმაღლეს დონეზე გაცნობიერებული და გადამზადებული კონსულტანტი, რომელიც დაეხმარება ნებისმიერი ნივთის სწორად შერჩევაში; თითოეულ დეტალს, რეალურად, კლიენტის საჭიროების შესაბამისად შესთავაზებს. ფასებისა და ხარისხის იდეალური სინთეზი კი ნებისმიერი შემოსავლის ადამიანს მისცემს საშუალებას, შეიქმნას კომფორტი და თუ მაინც გადაწყვეტს, რომ ეტაპობრივი გადახდა ურჩევნია, არც წამყვანი ბანკების განვადების მენეჯერებთან განაცხადის შევსება წარმოადგენს პრობლემას, რომელზეც ჩვენი კომპანია სპეციალური, 0%-იანი განვადების პირობებით სარგებლობს.
დაბოლოს, უნდა აღინიშნოს, რომ თითოეულ ფილიალში შეძენილ პროდუქციაზე მოქმედებს უფასო, სწრაფი გადაზიდვის სერვისი. რაც შეეხება ფილიალების ადგილმდებარეობას, ავეჯის სალონი "კლასიკა" წარმოდგენილია თბილისის 4 ტერიტორიულ ერთეულში:
ალ. ყაზბეგის N14ბ,
ვაჟა ფშაველას N51,
მარშალ გელოვანის N36
სავაჭრო ცენტრი "პანორამა", დიდი დიღომი, "გუდვილის" მოპირდაპირე მხარეს.
სულ მალე კი კომფორტის შექმნის მსურველებს ფასის, ხარისხისა და ეკოლოგიურობის ფანტასტიკური სინთეზის არჩევა ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე შეეძლებათ.
R