სტილი

არ გააკეთო ასე! 10 შემთხვევა, როცა სხეულის ფორმებს არასწორი სამოსით იფუჭებ

არ გააკეთო ასე! 10 შემთხვევა, როცა  სხეულის ფორმებს არასწორი სამოსით იფუჭებ
ხანდახან ყველაზე მოდური ტრენდებიც კი არ არის გარანტი იმისა, რომ უზადოდ გამოიყურებით. ჩვენ თავი მოვუყარეთ 10 შეხამებას, რომლებიც კატასტროფულად აფუჭებს სხეულის ფორმებს.

ტანსაცმელი, რომელიც აფუჭებს სხეულის ფორმებს


მაშ ასე, დაუშვებელია ასეთი შეხამებები...

1.  მაისური ”ალკოჰოლიკი”, რომელიც შორტებს ფარავს


გაუგებარია, რითი ხელმძღვანელობენ გოგონები, რომლებიც გრძელ მაისურებს შორტებზე ან შარვლებზე ბოლომდე დაბლა ქაჩავენ. შედეგი მუდამ სავალალოა: ყველაზე მოხდენილი გოგონაც კი ჟირაფს ჰგავს. 

2. პატარა ზომის ტანსაცმელი


შესამჩნევად პატარა ზომის ტანსაცმელი ვიზუალურად გასუქებთ და ქმნის ნაკეცებს იქ, სადაც
პრინციპში არც გაქვთ.

3. ბოლერო პერანგთან


სრულფასოვან მოდურ კატასტროფას უზრუნველყოფს თეთრ პერანგთან შეხამებული ბოლერო, განსაკუთრებით, თუ უკანასკნელი მოგრძელებულია: უმოწყალოდ ”მოჭრით” საკუთარ თავს შუაზე და კვლავ ჟირაფის ასოციაციას შეუქმნით გარშემომყოფებს.

4. ორი და მეტი ოვერსაზის ნივთი ერთდროულად


შედეგად - თავადვე აქცევთ საკუთარ თავს გაუგებარ უფორმო არსებად, წელის, მკერდისა და თეძოების გარეშე.

5. დეკორირებული კაბა ან პერანგი გადატკეპნილ ვარცხნილობასთან



დეკორირებული კაბა და გადატკეპნილი თმა საკმაოდ უცნაურ გარეგნობას ქმნის და მოდური ფრიკის სახელს დაგიმკვიდრებთ.

6. "ბალეტკები" საქმიან კოსტიუმთან


"ბალეტკები" - შესანიშნავი ფეხსაცმელია ნებისმიერი შემთხვევისთვის, მაგრამ საქმიან კოსტიუმს ის ვერასოდეს დაუმეგობრდება. თანაც, ვიზუალურად რამდენიმე ზედმეტი კილოგრამი გარანტირებულია.

7. მაღალი ბოტილიონები და მოკლე კაბა


ბოტილიონები, რომლებიც წვივს ”ჭრის”, საკმაოდ ”საშიში” ფეხსაცმელია, რომელიც ვიზუალურად ამოკლებს ფეხებს. და თუ ამას კიდევ მოკლე კაბაც ემატება. ”კომოდის” ეფექტი გარანტირებულია.

8. შორტები და კოლჰოტები


შორტები არსობრივად არ ითვალისწინებს მის ქვეშ რაიმეს ჩაცმას, გარდა საცვლებისა. ნამდვილი მოდური კოშმარია შორტებისა და კოლჰოტების ან ლეგინსების შეხამება, განსაკუთრებით, დეკორირებულის. მბრწყინავ ხორცისფერი კოლჰოტებზე ხომ საუბარიც ზედმეტია.

9. მოცულობითი კაბა და მინიატურული ფეხსაცმელი, ან პირიქით


Image result for ОБЪЕМНОЕ ПЛАТЬЕ С МИНИАТЮРНОЙ ОБУВЬЮ
ორივე შემთხვევაში ძალიან უცნაურ სილუეტს შექმნით: ან პატარაფეხება ბურთს დაემსგავსებით, ან პირიქით - პატარა გოგონას გიგანტური ფეხებით.

10. შეუფერებელი ზომა


ამას მოტმასნილი ტანსაცმელიც დაუმატეთ და.. ვუალა! – ”სექსი”-იმიჯი თოკებში გახვეული ლორი მზადაა. დარწმუნებული ხართ, რომ სწორედ ეს გსურდათ?
FaceBook ბეჭდვა
ტეგები:
კომენტარები / 2 /
მარიკა
პიჯაკსა და ბალეტკების შეხამებაზე ვერ დაგეთანხმებით, ნუ რათქმაუნდა ისე არა როგორც ეს თვენს ფოტოზე იყო ნაჩვენები
18:39 / 15-11-2016
გამოხმაურება / 0 /
ნანა
ჩემს ფორმებს ვერაფერი გააფუჭებს, ეს ისედაც უფორმოებმა გაითვალისწინონ.
15:55 / 15-11-2016
გამოხმაურება / 0 /
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
e87a93