სიცივის დადგომისთანავე ქალები გარდერობის განახლებას ცდილობენ. დიზაინერები კი მოდურ და თბილ სამოსს გვთავაზობენ.
1. წელს მოდაშია თავისუფალი, ნაქსოვი სვიტერი. მთავარი წესია ოვერსაიზი - უბრალოება, თავისუფლება და კომფორტი. სვიტერის ფასონი პერანგს, შარვალსა და ქვედაკაბას უნდა შეესაბამებოდეს.
სვიტერის შერჩევისას ყურადღება მიაქციეთ მნიშვნელოვან ფაქტს: დიდი ზომის სვიტერი გამხდარ გოგონას კიდევ უფრო სიფრიფანას გამოაჩენს, ჩასუქებულს კი კიდევ უფრო გაამსხვილებს.
{{ArticleSplitCont}}
2. Valentino-ისა და Dior-ის დიზაინერები გვირჩევენ საღამოს კაბების ქვეშ როლინგები ჩავიცვათ. ასეთი დუეტი ცოტათი უჩვეულოა, მაგრამ ამ სეზონის მოდური ტენდენციაა.
{{ArticleSplitCont}}
3. დიზაინერები გვირჩევენ შემოდგომა-ზამთრის პერიოდში უპირატესობა ცხოველის გამოსახულებიან ან მკვეთრპრინტიან სვიტშოტებს მივანიჭოთ.
{{ArticleSplitCont}}
4. მოდაში შემოვიდა V-მაგვარი გულამოჭრილი ჯემპერები, რომელიც სხეულს გამოკვეთს, თუმცა, გრძელსახიანი გოგონები უნდა გაფრთხილდნენ, ასეთი გულმოჭრილი ჯემპერი სახეს კიდევ უფრო გრძელს გამოუჩენს.
{{ArticleSplitCont}}
5. ამ სეზონზე ყვავილებიანი პრინტიც მოდაშია. აგრეთვე, რამდენიმე დიზაინერმა ნაქსოვი ფურფუშებიც გამოიყენა.