სტილი

როგორ ჩავიცვათ ისე, რომ მდიდრულად გამოვიყურებოდეთ?

როგორ ჩავიცვათ ისე, რომ მდიდრულად გამოვიყურებოდეთ?
ქალის ლამაზი იერსახე ბევრს ნიშნავს. სამწუხაროდ, ყველა ქალს როდი შეუძლია, მთელი ხელფასი ძვირად ღირებული ბრენდების ფეხსაცმელსა და კაბაზე დახარჯოს. მაგრამ გვერწმუნეთ, მდიდრული და რესპექტაბელური იმიჯის შექმნა შესაძლებელია, თუნდაც თქვენს საფულეში მწვანე ქაღალდების არარსებობის შემთხვევაში.

რამდენიმე საიდუმლოს გაგანდობთ, რომლის მეშვეობითაც შეძლებთ, ეფექტურად გამოიყურებოდეთ.

როგორ უნდა გამოვიყურებოდეთ მდიდრულად

შეიძინეთ კლასიკური თარგის ზედა ტანსაცმელი. დაივიწყეთ ჭყეტელა ლაბადები და ქურთუკები - მათი შეხამება ძალიან რთულია. ქვიშისფერი ტრენჩი, შალის ლაბადა, ნეიტრალური გამა და სწორი თარგი - არასოდეს გავა მოდიდან.
გვერწმუნეთ,
ბევრად მომგებიანია ხარისხიანი ლაბადის შეძენა, ვიდრე ყოველ ჯერზე იაფფასიანი ქურთუკისა.
выглядеть дорого не тратя много

დაივიწყეთ ღრმა დეკოლტე. განსაკუთრებით, თუ დიდი ხანია, 20 წლის არ ხართ. გარდა იმისა, რომ ეს იაფფასიან იერს გაძლევთ, წითელი ფარნების ქუჩის ბინადარს დაგამსგავსებთ.
выглядеть дорого не будучи богатой

უზარმაზარი კოლიე სხვადასხვა ფერის კრისტალებისგან, მხოლოდ გააუფასურებს იერსახეს. თუ ყელზე გსურთ აქცენტის გაკეთება, არჩევანი თხელ შარფზე შეაჩერეთ. თუ ამას სათვალეც დაემატება, ფრანგი ქალის იმიჯს მოირგებთ.
как выглядеть дорого без затрат

აირჩიეთ მყარი მასალისგან შეკერილი კლასიკური მოდელის ჩანთები. ტომრის მსგავსი ჩანთები მუდამ არასახარბიელოდ გამოიყურება. აი, ფერსა და ზომებში კი შეზღუდვები საჭირო არ არის.


ტანკეტკები და პლატფორმები იერსახეს ამძიმებს და იმიჯში ორგანულად არ ეწერება. არჩევანში უპირატესობა ქუსლებს მიანიჭეთ - ეს უტყუარი ხერხია, მუდამ ელეგანტურად გამოიყურებოდეთ.
как выглядеть дорого в недорогой одежде

აირჩიეთ მუხლს ქვემოთ სიგრძე. არ ვამბობთ, რომ მინიზე უარი უნდა თქვათ, მაგრამ ალბათ დაგვეთანხმებით, რომ საშუალო სიგრძის კაბა ან ქვედაბოლო უფრო ელეგანტურად და არისტოკრატიულად გამოიყურება.


შეარჩიეთ ყველაფერი ღია ფერის. შეგიძლიათ თეთრი კაბა ჩაიცვათ ან თეთრი შარვლის, პერანგისა და ჟაკეტის კომპლექტი შეადგინოთ, ეფექტი ერთნაირად შთამბეჭდავი იქნება.


ნუ იჩქარებთ, ჩაიცვათ კაბა ან შარვალი შეძენიდან მეორე დღესვე. დააკვირდით, იქნებ ჩაკერვის ან გადაკეთების შემდეგ ისინი უკეთ გამოიყურება. დახარჯეთ ცოტა მეტი თანხა და დრო და წაიღეთ ნივთები ატელიეში, რათა ტანზე იდეალურად მოგერგოთ.
как выглядеть дорого если нет денег
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რას ელოდებით ახალი წლისგან?
არქივის კალენდარი
e87a93