ინტერნეტში ახალი ტრენდი გამოჩნდა - ტუჩის საცხი Sigma ჰოლოგრამის ეფექტით. ისინი ტუჩებზე სხვადასხვაფრად პრიალებს, როგორც ქამელეონი.
საცხის ბაზა გამჭვირვალეა და შესანიშნავად გამოიყურება სხვადასხვა ფერის პომადებთან. ახალი ტრენდი ბევრმა beauty ბლოგერმა დატესტა.
Sigma-ს ხაზი 5 ფერს მოიცავს: ალისფერი, წითელი, ლურჯი, ცისფერი და ფირუზისფერი. თითოეული მათგანი ფერს განათების მიხედვით იცვლის.