მისი მადისაღმძვრელი ფორმები, თეთრი კანი და სქელი ტუჩები მამაკაცების გულებს აძგერებს. გენიალური ვუდი ალენის მუზა, ნიჭიერი მსახიობი და ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ქალი - ეს სკარლეტ იოჰანსონია.
პირველი როლი სკარლეტმა 12 წლის ასაკში მიიღო, მაგრამ აღიარება 19 წლისამ ჰპოვა სოფია კოპოლას ფილმის, ”თარგმანის სირთულეების” გამოსვლის შემდეგ. დღევანდელ სტატიაში გთავაზობთ გაეცნოთ, თუ როგორ იცვლებოდა მსახიობის გარეგნობა ამ 20 წლის განმავლობაში.
16 წლის სკარლეტ იოჰანსონი - კლასიკური მოზარდი გოგონა 2000-იანი წლებიდან: მოკლე ვარცხნილობა, პირსინგი... ამ პუტკუნა ლოყებს მიღმა ამჩნევთ მომავალ სექს-სიმბოლოს?
მწვანე ჩრდილები, რა თქმა უნდა, კარგად გამოკვეთავს თვალებს, მაგრამ ვარდისფერ პომადასთან შეხამება უცნაურად გამოიყურება.
აი, ამას ჰქვია საბრძოლო მზადყოფნა! პატარა სკარლეტი იქოქება!
ცისფერი ჩრდილები და ვარდისფერი პომადა - ჟანრის კლასიკა!
აი, ეს კი მოულოდნელია! თმის ფერი ძალიან კი უხდება, მაგრამ ეს პლასტმასის საყურე გადასაგდებია.
იმიჯის მორიგი ცვლილება: ამჯერად მოკლე ვარცხნილობა და აქტუალური ბლონდი.
ბავშვური კულულები, გრძელი წამწამები, ბევრი ვარდისფერი - სკარლეტ, შეუდარებელი ხარ!
მაღალი ვარცხნილობით და სადა მაკიაჟით სკარლეტი ძალიან ქალურად და სექსუალურად გამოიყურება.
მსახიობს ხშირად ადარებენ მერილინ მონროს. მართლაც არის რაღაც მსგავსება.
ლამაზ ქალს ყველაფერი უხდება. ეს გიჟური მაკიაჟიც კი.
ისრები, წითელი პომადა, პატარა შავი კაბა - იდეალური შეხამება. აი, ვარცხნილობაში კი შეცდა.
არ გეჩვენებათ, რომ აქ სხვა ჰოლივუდელ ლამაზმანს, შარლიზ ტერონს ჰგავს?
”თვალებში მიყურეთ, თვალებში-მეთქი!” - თითქოს ამბობს მსახიობი. ვცდილობთ, სკარლეტ, მართლა!
ჟღალი თმა ჰქონდა, ქერაც იყო, ახლა კი მუქად შეიღება. ახალი ფერი ძალიან უხდება, განსაკუთრებით, წითელ პომადასთან.
მაღალი ვარცხნილობა და გამოკვეთილი თვალები - შესანიშნავი იმიჯია.
სკარლეტი კვლავ ქერაა. აშკარად მოსწონს ცვლილებები და ყოველ ჯერზე კარგად გამოსდის.
”ჰოლივუდური კულულები” არ აფუჭებს გაზრდილ ძირებსაც კი. იქნებ ასე იყო ჩაფიქრებული?
როგორი ცვალებადები ვართ გოგონები! ამჯერად შოკოლადისფერი აირჩია. და ესეც უხდება!
მაგრამ ქერა სკარლეტი მაინც უფრო გვიყვარს.
მოხდენილი ვარცხნილობა და საშინელი ჩრდილები. სკარლეტი დაღლილად გამოიყურება.
არ გეჩვენებათ, რომ მაღალი ვარცხნილობა და მინიმუმ მაკიაჟი ყველაზე უკეთ გამოკვეთავს მსახიობის გარეგნობას?
გამჭოლი მზერა, დაუდევარი კულულები და წითელი პომადა - კარგია ეს ოხერი!
იასამნისფერი ჩრდილები - რთული რამაა, მაგრამ სკარლეტს მაინც უხდება.
შვილის შეძენიდან 5 თვის შემდეგ სკარლეტმა კვლავ შოკში ჩააგდო პუბლიკა. ახალგაზრდა დედიკო ნახევრად აპარსული თავით - უმაღლესი პილოტაჟია!
ეს წელი მსახიობისთვის ძალიან დატვირთული გამოდგა. გარდა იმისა, რომ სკარლეტს ბევრ ფილმში იღებენ, ის მუსიკალური კარიერითაცაა დაკავებული, მეუღლესთან ერთად მაღაზიაც გახსნა... პოპ-კორნის! რთული მაკიაჟისთვის და ვარცხნილობისთვის არ სცალია, ამიტომ მოკლე ვარცხნილობა, ცოტაოდენი ოქროსფერი ჩრდილები და წინ წითელი ხალიჩისკენ!